პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლიციამ 2024 წელს, წიწამურში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, პოლიციამ სოფელ წიწამურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, რომელმაც წინასწარ დამონტაჟებული ხელყუმბარით ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი მძიმედ დააშავა.

პოლიციამ 2024 წელს, წიწამურში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა.

მათი მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სხეულის მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული 9 ნოემბერს, თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიწიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს - დაკავებულია პირი, რომელმაც 2024 წელს, წიწამურში, გზასთან ხელყუმბარა დაამონტაჟა, სადაც ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა - აფეთქების შედეგად ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა. მათი მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სხეულის მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული 9 ნოემბერს, თბილისში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც 2024 წელს, წიწამურში, გზასთან ხელყუმბარა დაამონტაჟა, სადაც ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა - აფეთქების შედეგად ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები