რობერტ ფიცო უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით ფრიდრიხ მერცის მოთხოვნაზე - ეს ტიპური შანტაჟია, მე მას არ დავემორჩილები
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ფრიდრიხ მერცის პოზიციას ევროკავშირის ბიუჯეტის შესაძლო დაბლოკვაზე „ტიპური შანტაჟი“ უწოდა და განაცხადა, რომ მას არ დაემორჩილება.

ის, რასაც გერმანიის კანცლერი აკეთებს, ტიპური შანტაჟია, - ასე გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მინიშნებას, რომ დაბლოკავს ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტს, თუ უკრაინის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით შეთანხმება არ მოხდება.
„ის, რასაც გერმანიის კანცლერი აკეთებს, ტიპური შანტაჟია და მე მას არ დავემორჩილები“, - აღნიშნა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერმა ამის შესახებ ჩეხ კოლეგასთან, ანდრეი ბაბიშთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის მთავრობაც ასევე უარს ამბობს უკრაინისთვის სესხის დაფარვაში მონაწილეობის მიღებაზე.
„არ ვიცი, რატომ ამბობს ის ამას“, - განაცხადა ბაბიშმა მერცის პოზიციაზე საუბრისას.
ფრიდრიხ მერცს სურს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა პარასკევს, დუბლინში დაგეგმილ სამიტზე, უკრაინის დაფინანსების საჭიროებები განიხილონ.
„უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა მის თავდაცვით ბრძოლაში. ეს ჩვენს საერთო სასიცოცხლო ინტერესებშია. თუმცა, უკრაინისთვის გაწეული ორმხრივი დახმარება არათანაბრად ნაწილდება და მისი ტვირთის უდიდესი ნაწილი მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს აწევს“, - აღნიშნულია გერმანიის კანცლერის წერილში, რომელიც მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას გაუგზავნა.
მერცის თქმით, ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ წვლილი უნდა შეიტანოს უკრაინისთვის 2028 წლიდან მყარი ფინანსური პერსპექტივის უზრუნველყოფაში, ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის - მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს - ფარგლებში.
გერმანიის კანცლერი წერს, რომ „საერთო ვალდებულება, გამონაკლისის გარეშე“ არის არსებითი წინაპირობა უკრაინის დაფინანსებაში არსებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ასევე „ნებისმიერი სხვა საკითხის, განსაკუთრებით კი ფინანსური შედეგების მქონე საკითხების განსახილველად“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაფიცომ მერცი „შანტაჟში“ დაადანაშაულა უკრაინის დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით ევროკავშირისთვის წამოყენებული ულტიმატუმის გამო
სლოვაკეთის, ჩეხეთის, უგრეთისა და ბულგარეთის ლიდერებმა უარყვეს ფრიდრიხ მერცის ულტიმატუმი, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მომავალი გრძელვადიანი ბიუჯეტის დამტკიცება უკრაინისთვის ახალი ფინანსური დახმარების გამოყოფაზე უნდა იყოს დამოკიდებული
ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერები გერმანიის კანცლერს აკრიტიკებენ უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…