პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირის 7 წლიან ბიუჯეტს დაბლოკავს, თუ წევრი ქვეყნები უკრაინის დაფინანსების ვალდებულებას არ აიღებენ - Financial Times

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი იმუქრება, რომ ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტს დაბლოკავს, თუ ყველა წევრი ქვეყანა უკრაინის შემდგომი დაფინანსების ვალდებულებას არ აიღებს, იტყობინება Financial Times.

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირის 7 წლიან ბიუჯეტს დაბლოკავს, თუ წევრი ქვეყნები უკრაინის დაფინანსების ვალდებულებას არ აიღებენ - Financial Times
რუსთავი 2

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკავშირი გააფრთხილა, რომ დაბლოკავს ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტს, თუ ყველა წევრი სახელმწიფო არ აიღებს ვალდებულებას, 2027 წელს და შემდგომ პერიოდშიც, უკრაინას ფინანსური დახმარება გაუწიოს.

გაზეთ Financial Times-ის მიერ მოპოვებულ წერილში, რომელიც მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას გაუგზავნა, კანცლერი ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის მხარდაჭერას იმ პირობით დათანხმდება, თუ ევროკავშირის ყველა ქვეყანა ომით დაზარალებული უკრაინის დაფინანსებაზე შეთანხმდება.

აღსანიშნავია, რომ უკრაინას მომდევნო წელს 70 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დეფიციტი ემუქრება.

"ყველას, გამონაკლისის გარეშე, კოლექტიური ვალდებულებაა, რომ სამართლიანი წვლილი შევიტანოთ უკრაინის დაფინანსების დეფიციტის აღმოფხვრაში. ეს ამ საკითხის მოგვარებისა და ნებისმიერი სხვა, განსაკუთრებით კი ფინანსურ შედეგებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის აუცილებელი წინაპირობაა", - წერს მერცი.

მედიის ინფორმაციით, ეს ულტიმატუმი ევროკავშირის ლიდერების დუბლინში დაგეგმილ შეხვედრამდე გაკეთდა. შეხვედრა ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართება. მერცი მოითხოვს, რომ უკრაინის დაფინანსების დეფიციტის საკითხი აუცილებლად გადაწყდეს.

გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. თუმცა, მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მასშტაბიდან გამომდინარე, კიევი აცხადებს, რომ მომავალ წელს დამატებით 70 მილიარდი ევროს დაფინანსება დასჭირდება. უკრაინის მოკავშირეებიც აღიარებენ, რომ ასეთი ფინანსური დეფიციტი არსებობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიფრიდრიხ მერცი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერაში “სამართლიანი წვლილის” შეტანისკენ მოუწოდებს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგერმანია მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა შეიტანოს წვლილი უკრაინის დამატებით დაფინანსებაში
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველას, გამონაკლისის გარეშე, კოლექტიური ვალდებულებაა, რომ სამართლიანი წვლილი შევიტანოთ უკრაინის დაფინანსების დეფიციტის აღმოფხვრაში. ეს ამ საკითხის მოგვარებისა და ნებისმიერი სხვა, განსაკუთრებით კი ფინანსურ შედეგებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის აუცილებელი წინაპირობაა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გერმანია მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა შეიტანოს წვლილი უკრაინის დამატებით დაფინანსებაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები