პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: ისტორიული ვიზიტი იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის. ვნახეთ განცხადებები, თუ რა როლი აქვს ჩინეთისთვის საქართველოს, რომ საქართველო პირველი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ისტორიული იყო და აჩვენა, რომ ჩინეთი ქართველ ხალხს პატივს სცემს, მაშინ როცა „ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს“ და ბრძოლა აქვს გამოცხადებული.

"ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში და პატივს სცემს ქართველ ხალხს" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჩეხეთში ვიზიტისას მედიასთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენაა.

"ყველაფერი, რაც სასარგებლოა და კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ გულს ტკენს და შესაბამისად, არ უნდათ, რომ ყურადღება მიაქციონ, რაც საზიანო არის - ის ახარებთ და იმას აქცევენ ყურადღებას [ოპოზიცია]. ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობა, საკუთარი ქვეყნის მტრობა, რა თქმა უნდა, ასე გამოიხატება.

რაც შეეხება ამ ვიზიტს, ეს ისტორიული ვიზიტი იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ჩინეთის მეორე პირის ვიზიტი საქართველოში. ვნახეთ, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები იმასთან დაკავშირებით თუ რა როლი აქვს ჩინეთისთვის საქართველოს ამ რეგიონში, რომ საქართველო არის პირველი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში და ჩინეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი სწორედ საქართველოში შედგა.

პოლიტიკურ სიმბოლიზმთან ერთად, ამას აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური განზომილებაც, როდესაც ჩვენ შუა დერეფანზე და თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, საქართველოს როლზე შუა დერეფანში.

შედარებისთვისაც რომ ავიღოთ, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ვერ ხედავს, რომ შუა დერეფნის მთავარი შემქმნელი ქვეყანა ჩვენ ვართ და ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში და პატივს სცემს ქართველ ხალხს.

ესეც აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ გვცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი პატივს სცემს ქართველ ხალხს. ასე რომ, ასეთ მდგომარეობაში ჩაიყენა თავისი თავი ევრობიუროკრატიამ, რომელმაც პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადა ქართველ ხალხს ერთადერთი რამის გამო, რომ ქართველმა ხალხმა მოსთხოვა გაამხილოს ვის და რისთვის აფინანსებს საქართველოში", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ვერ ხედავს, რომ შუა დერეფნის მთავარი შემქმნელი ქვეყანა ჩვენ ვართ, ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში და პატივს სცემს ქართველ ხალხს. ესეც აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი პატივს სცემს ქართველ ხალხს
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ყველაფერი, რაც სასარგებლოა და კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ გულს სტკენთ და შესაბამისად, არ უნდათ რომ ყურადღება მიაქციონ. რაც საზიანოა ის ახარებთ და იმას აქცევენ ყურადღებას. ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა, საკუთარი ქვეყნის მტრობა, რა თქმა უნდა, ასე გამოიხატება
  3. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს დიდი ეკონომიკური განზომილებაც აქვს, როცა ვსაუბრობთ შუა დერეფანში საქართველოს როლზე, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის - ეს აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალს, ჩინეთი - პატივს სცემს
  5. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: „ყველაფერი, რაც სასარგებლოა და კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ გულს სტკენთ და შესაბამისად, არ უნდათ რომ ყურადღება მიაქციონ. რაც საზიანოა ის ახარებთ და იმას აქცევენ ყურადღებას. ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა, საკუთარი ქვეყნის მტრობა, რა თქმა უნდა, ასე გამოიხატება“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში და პატივს სცემს ქართველ ხალხს“
„ყველაფერი, რაც სასარგებლოა და კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ გულს ტკენს და შესაბამისად, არ უნდათ, რომ ყურადღება მიაქციონ, რაც საზიანო არის - ის ახარებთ და იმას აქცევენ ყურადღებას [ოპოზიცია]. ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობა, საკუთარი ქვეყნის მტრობა, რა თქმა უნდა, ასე გამოიხატება. რაც შეეხება ამ ვიზიტს, ეს ისტორიული ვიზიტი იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ჩინეთის მეორე პირის ვიზიტი საქართველოში. ვნახეთ, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები იმასთან დაკავშირებით თუ რა როლი აქვს ჩინეთისთვის საქართველოს ამ რეგიონში, რომ საქართველო არის პირველი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში და ჩინეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი სწორედ საქართველოში შედგა. პოლიტიკურ სიმბოლიზმთან ერთად, ამას აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური განზომილებაც, როდესაც ჩვენ შუა დერეფანზე და თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, საქართველოს როლზე შუა დერეფანში. შედარებისთვისაც რომ ავიღოთ, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ვერ ხედავს, რომ შუა დერეფნის მთავარი შემქმნელი ქვეყანა ჩვენ ვართ და ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში და პატივს სცემს ქართველ ხალხს. ესეც აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ გვცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი პატივს სცემს ქართველ ხალხს. ასე რომ, ასეთ მდგომარეობაში ჩაიყენა თავისი თავი ევრობიუროკრატიამ, რომელმაც პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადა ქართველ ხალხს ერთადერთი რამის გამო, რომ ქართველმა ხალხმა მოსთხოვა გაამხილოს ვის და რისთვის აფინანსებს საქართველოში“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და ოპოზიციის დუმილი - მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების უგულებელყოფაში ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები