შალვა პაპუაშვილი – ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს დიდი ეკონომიკური განზომილებაც აქვს, როცა ვსაუბრობთ შუა დერეფანში საქართველოს როლზე, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ფონზე ევრობიუროკრატია შუა დერეფანში საქართველოს როლს არ იმჩნევს, „ლამის რუკიდან წაშალოს“ და ქართველ ხალხს პატივს არ სცემს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში შედგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები, რა როლი აქვს რეგიონში საქართველოს ჩინეთისთვის, რომ საქართველო პირველი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში.
პაპუაშვილის თქმით, ევრობიუროკრატია არ იმჩნევს საქართველოს როლს შუა დერეფანში და ბრიუსელი არ სცემს პატივს ქართველ ხალხს.
„ჩინეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი სწორედ საქართველოში შედგა. ასე რომ, პოლიტიკურ სიმბოლოსთან ერთად, ვიზიტს დიდი ეკონომიკური განზომილებაც აქვს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანსა და თანამშრომლობაზე, ასევე, საქართველოს როლზე შუა დერეფანში. შედარებისთვის რომ ავიღოთ, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ვერ ხედავს, რომ შუა დერეფნის მთავარი შემქნელი ქვეყანა ჩვენ ვართ, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე საქართველოში ჩამოდის და ქართველ ხალხს პატივს სცემს. ესეც აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი კი – პატივს სცემს. ასეთ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი ევრობიუროკრატიამ, რომელმაც ქართველ ხალხს პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადა იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა მოითხოვა, გაამხილოს, ვის და რატომ აფინანსებს საქართველოში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 6 ნოემბერს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაშალვა პაპუაშვილი: ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ვერ ხედავს, რომ შუა დერეფნის მთავარი შემქმნელი ქვეყანა ჩვენ ვართ, ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში და პატივს სცემს ქართველ ხალხს. ესეც აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი პატივს სცემს ქართველ ხალხს
შალვა პაპუაშვილი: ისტორიული ვიზიტი იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის. ვნახეთ განცხადებები, თუ რა როლი აქვს ჩინეთისთვის საქართველოს, რომ საქართველო პირველი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში
შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ყველაფერი, რაც სასარგებლოა და კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ გულს სტკენთ და შესაბამისად, არ უნდათ რომ ყურადღება მიაქციონ. რაც საზიანოა ის ახარებთ და იმას აქცევენ ყურადღებას. ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა, საკუთარი ქვეყნის მტრობა, რა თქმა უნდა, ასე გამოიხატება
შალვა პაპუაშვილი - ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის - ეს აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალს, ჩინეთი - პატივს სცემს
შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: „ყველაფერი, რაც სასარგებლოა და კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ გულს სტკენთ და შესაბამისად, არ უნდათ რომ ყურადღება მიაქციონ. რაც საზიანოა ის ახარებთ და იმას აქცევენ ყურადღებას. ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა, საკუთარი ქვეყნის მტრობა, რა თქმა უნდა, ასე გამოიხატება“
ციტატები სტატიიდან
„ჩინეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი სწორედ საქართველოში შედგა. ასე რომ, პოლიტიკურ სიმბოლოსთან ერთად, ვიზიტს დიდი ეკონომიკური განზომილებაც აქვს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანსა და თანამშრომლობაზე, ასევე, საქართველოს როლზე შუა დერეფანში. შედარებისთვის რომ ავიღოთ, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ვერ ხედავს, რომ შუა დერეფნის მთავარი შემქნელი ქვეყანა ჩვენ ვართ, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე საქართველოში ჩამოდის და ქართველ ხალხს პატივს სცემს. ესეც აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი კი – პატივს სცემს. ასეთ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი ევრობიუროკრატიამ, რომელმაც ქართველ ხალხს პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადა იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა მოითხოვა, გაამხილოს, ვის და რატომ აფინანსებს საქართველოში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…