შალვა პაპუაშვილი: ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ვერ ხედავს, რომ შუა დერეფნის მთავარი შემქმნელი ქვეყანა ჩვენ ვართ, ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში და პატივს სცემს ქართველ ხალხს. ესეც აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი პატივს სცემს ქართველ ხალხს
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს და საქართველოს არ იმჩნევს, მაშინ როცა ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის და პატივისცემას გამოხატავს.

ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ვერ ხედავს, რომ შუა დერეფნის მთავარი შემქმნელი ქვეყანა ჩვენ ვართ, ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში და პატივს სცემს ქართველ ხალხს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ესეც აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი კი - პატივს სცემს.
„ისტორიული ვიზიტი იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ჩინეთის მეორე პირის ვიზიტი საქართველოში და ნახეთ, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი აქვს ჩინეთისთვის საქართველოს ამ რეგიონში, რომ საქართველო არის პირველი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში. ჩინეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი სწორედ საქართველოში შედგა. ასე რომ პოლიტიკურ სიმბოლიზმთან ერთად ამას აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური განზომილებაც, როდესაც ჩვენ შუა დერეფანზე და თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ და საქართველოს როლზე შუა დერეფანში. ასე რომ, შედარებისთვისაც რომ ავიღოთ, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ვერ ხედავს, რომ შუა დერეფნის მთავარი შემქმნელი ქვეყანა ჩვენ ვართ, ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში და პატივს სცემს ქართველ ხალხს. ესეც აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი პატივს სცემს ქართველ ხალხს. ასე რომ ასეთ მდგომარეობაში ჩაიყენა თავისი თავი ევრობიუროკრატიამ, რომელმაც პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადა ქართველ ხალხს ერთადერთი რამის გამო, რომ ქართველმა ხალხმა მოსთხოვა გაამხილოს ვის აფინანსებს და რისთვის აფინანსებს საქართველოში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ისტორიული ვიზიტი იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ჩინეთის მეორე პირის ვიზიტი საქართველოში და ნახეთ, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი აქვს ჩინეთისთვის საქართველოს ამ რეგიონში, რომ საქართველო არის პირველი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში. ჩინეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი სწორედ საქართველოში შედგა. ასე რომ პოლიტიკურ სიმბოლიზმთან ერთად ამას აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური განზომილებაც, როდესაც ჩვენ შუა დერეფანზე და თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ და საქართველოს როლზე შუა დერეფანში. ასე რომ, შედარებისთვისაც რომ ავიღოთ, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ვერ ხედავს, რომ შუა დერეფნის მთავარი შემქმნელი ქვეყანა ჩვენ ვართ, ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ჩამოდის საქართველოში და პატივს სცემს ქართველ ხალხს. ესეც აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი პატივს სცემს ქართველ ხალხს. ასე რომ ასეთ მდგომარეობაში ჩაიყენა თავისი თავი ევრობიუროკრატიამ, რომელმაც პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადა ქართველ ხალხს ერთადერთი რამის გამო, რომ ქართველმა ხალხმა მოსთხოვა გაამხილოს ვის აფინანსებს და რისთვის აფინანსებს საქართველოში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…