პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ქართველიშვილი: “ეს ვიზიტი განსაკუთრებით მტკივნეული უნდა იყოს ბრიუსელისთვის. წლების განმავლობაში ევროპა საქართველოს ღირებულებებზე, დისციპლინასა და პოლიტიკურ მორჩილებაზე ესაუბრება, პარალელურად კი თავად ზღუდავს სრულფასოვანი თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ჩინეთი სრულიად განსხვავებულ ფორმულას სთავაზობს: ვაჭრობა, ინვესტიციები, ინფრასტრუქტურა და ურთიერთსარგებლიანობა – საჯარო პოლიტიკური დარიგებების გარეშე”

ხალხის ძალა

დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელისთვის მტკივნეული იქნება, რადგან ევროპის ზეწოლის ფონზე პეკინი საქართველოს პოლიტიკური დარიგებების გარეშე პარტნიორობას სთავაზობს.

დავით ქართველიშვილი: “ეს ვიზიტი განსაკუთრებით მტკივნეული უნდა იყოს ბრიუსელისთვის. წლების განმავლობაში ევროპა საქართველოს ღირებულებებზე, დისციპლინასა და პოლიტიკურ მორჩილებაზე ესაუბრება, პარალელურად კი თავად ზღუდავს სრულფასოვანი თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ჩინეთი სრულიად განსხვავებულ ფორმულას სთავაზობს: ვაჭრობა, ინვესტიციები, ინფრასტრუქტურა და ურთიერთსარგებლიანობა – საჯარო პოლიტიკური დარიგებების გარეშე”
POSTV

“დილა საღამოზე ბრძენიაო” და დღეს უკვე შეგვიძლია მოკლე კომენტარი მივუძღვნათ ამ მეტად მნიშვნელოვან რეგიონალურ მოვლენას. ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ჰან ჭენგის სამდღიანი ვიზიტი საქართველოში გაცილებით უფრო სერიოზული გეოპოლიტიკური დატვირთვის პროცესია, ვიდრე ჩვეულებრივი დიპლომატიური თავაზიანობის გამოხატულება”, – წერს პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი.

“პირველად ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ასეთი მაღალი რანგით სტუმრობს თბილისს სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ღრმა კრიზისშია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ხოლო სამხრეთ კავკასიაში ამერიკის პოლიტიკა ახალ კონტურებს იძენს.

პარადოქსული სურათი იქმნება: სანამ ბრიუსელი თბილისზე პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს, პეკინი საქართველოში თავისი ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირის ვიზიტს ახორციელებს. ეს უკვე არა პროტოკოლური ჟესტი, არამედ სტრატეგიული ინტერესის დემონსტრირებაა.

ჩინეთისთვის საქართველო უბრალოდ პატარა ქვეყანა არ არის. ის შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც ჩინეთს ევროპულ ბაზრებთან რუსეთის გვერდის ავლით აკავშირებს. დღეს, როდესაც აზერბაიჯანი თურქეთთან სტრატეგიულ კავშირებს აძლიერებს და არსებულ წყენებს ივიწყებს, სომხეთი საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს ცვლის, ხოლო ვაშინგტონი რეგიონული სატრანსპორტო არქიტექტურის გარდაქმნას ცდილობს – პეკინი აშკარად არ აპირებს ამ პროცესებზე გვერდიდან ყურებას.

მეტიც, ჩინეთისთვის სრულიად მიუღებელია, რომ საქართველომ თავისი სატრანზიტო მნიშვნელობა ალტერნატიული მარშრუტების სასარგებლოდ დაკარგოს. ამიტომ ეს ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის ინტერესების პოლიტიკური დაზღვევის მცდელობადაც შეიძლება განვიხილოთ.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით მტკივნეული უნდა იყოს ბრიუსელისთვის. წლების განმავლობაში ევროპა საქართველოს ღირებულებებზე, დისციპლინასა და პოლიტიკურ მორჩილებაზე ესაუბრება, პარალელურად კი თავად ზღუდავს სრულფასოვანი თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ჩინეთი სრულიად განსხვავებულ ფორმულას სთავაზობს: ვაჭრობა, ინვესტიციები, ინფრასტრუქტურა და ურთიერთსარგებლიანობა – საჯარო პოლიტიკური დარიგებების გარეშე.

რასაკვირველია, პეკინიც საკუთარ ინტერესებს ემსახურება და ქველმოქმედებით არ არის დაკავებული. თუმცა განსხვავება აშკარაა: ერთი მხარე საქართველოს კარნახობს, როგორი უნდა იყოს, მეორე კი ჩამოდის იმის განსახილველად, თუ რისი აშენება შეიძლება ერთად.

აქ ჩნდება მთავარი გეოპოლიტიკური კითხვა: ხომ არ არის ეს ვიზიტი რეგიონში ჩინეთის უფრო მასშტაბური დამკვიდრების დასაწყისი? მით უმეტეს, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის რეგიონულ ვიზიტს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ჩასვლაც მოსდევს. ზედმეტად ბევრი დამთხვევაა იმისთვის, რომ მსხვილი მოთამაშეების ინტერესების შესაძლო კოორდინაცია სრულიად გამოვრიცხოთ. შესაძლოა, პეკინი უკვე სამხრეთ კავკასიის ახალ კონფიგურაციას ითვლის, რომელშიც საქართველომ საკვანძო სატრანზიტო კვანძის როლი უნდა შეინარჩუნოს. ბრიუსელი კი ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოაჩინოს, რომ თბილისის პოლიტიკური დასჯის მცდელობით თავად უბიძგა საქართველოს იმ ძალებთან დაახლოებისკენ, რომლებსაც ევროპა თავის გლობალურ კონკურენტებად მიიჩნევს”, – წერს დავით ქართველიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დილა საღამოზე ბრძენიაო” და დღეს უკვე შეგვიძლია მოკლე კომენტარი მივუძღვნათ ამ მეტად მნიშვნელოვან რეგიონალურ მოვლენას. ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ჰან ჭენგის სამდღიანი ვიზიტი საქართველოში გაცილებით უფრო სერიოზული გეოპოლიტიკური დატვირთვის პროცესია, ვიდრე ჩვეულებრივი დიპლომატიური თავაზიანობის გამოხატულება“
„პირველად ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ასეთი მაღალი რანგით სტუმრობს თბილისს სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ღრმა კრიზისშია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ხოლო სამხრეთ კავკასიაში ამერიკის პოლიტიკა ახალ კონტურებს იძენს. პარადოქსული სურათი იქმნება: სანამ ბრიუსელი თბილისზე პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს, პეკინი საქართველოში თავისი ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირის ვიზიტს ახორციელებს. ეს უკვე არა პროტოკოლური ჟესტი, არამედ სტრატეგიული ინტერესის დემონსტრირებაა. ჩინეთისთვის საქართველო უბრალოდ პატარა ქვეყანა არ არის. ის შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც ჩინეთს ევროპულ ბაზრებთან რუსეთის გვერდის ავლით აკავშირებს. დღეს, როდესაც აზერბაიჯანი თურქეთთან სტრატეგიულ კავშირებს აძლიერებს და არსებულ წყენებს ივიწყებს, სომხეთი საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს ცვლის, ხოლო ვაშინგტონი რეგიონული სატრანსპორტო არქიტექტურის გარდაქმნას ცდილობს – პეკინი აშკარად არ აპირებს ამ პროცესებზე გვერდიდან ყურებას. მეტიც, ჩინეთისთვის სრულიად მიუღებელია, რომ საქართველომ თავისი სატრანზიტო მნიშვნელობა ალტერნატიული მარშრუტების სასარგებლოდ დაკარგოს. ამიტომ ეს ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის ინტერესების პოლიტიკური დაზღვევის მცდელობადაც შეიძლება განვიხილოთ. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მტკივნეული უნდა იყოს ბრიუსელისთვის. წლების განმავლობაში ევროპა საქართველოს ღირებულებებზე, დისციპლინასა და პოლიტიკურ მორჩილებაზე ესაუბრება, პარალელურად კი თავად ზღუდავს სრულფასოვანი თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ჩინეთი სრულიად განსხვავებულ ფორმულას სთავაზობს: ვაჭრობა, ინვესტიციები, ინფრასტრუქტურა და ურთიერთსარგებლიანობა – საჯარო პოლიტიკური დარიგებების გარეშე. რასაკვირველია, პეკინიც საკუთარ ინტერესებს ემსახურება და ქველმოქმედებით არ არის დაკავებული. თუმცა განსხვავება აშკარაა: ერთი მხარე საქართველოს კარნახობს, როგორი უნდა იყოს, მეორე კი ჩამოდის იმის განსახილველად, თუ რისი აშენება შეიძლება ერთად. აქ ჩნდება მთავარი გეოპოლიტიკური კითხვა: ხომ არ არის ეს ვიზიტი რეგიონში ჩინეთის უფრო მასშტაბური დამკვიდრების დასაწყისი? მით უმეტეს, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის რეგიონულ ვიზიტს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ჩასვლაც მოსდევს. ზედმეტად ბევრი დამთხვევაა იმისთვის, რომ მსხვილი მოთამაშეების ინტერესების შესაძლო კოორდინაცია სრულიად გამოვრიცხოთ. შესაძლოა, პეკინი უკვე სამხრეთ კავკასიის ახალ კონფიგურაციას ითვლის, რომელშიც საქართველომ საკვანძო სატრანზიტო კვანძის როლი უნდა შეინარჩუნოს. ბრიუსელი კი ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოაჩინოს, რომ თბილისის პოლიტიკური დასჯის მცდელობით თავად უბიძგა საქართველოს იმ ძალებთან დაახლოებისკენ, რომლებსაც ევროპა თავის გლობალურ კონკურენტებად მიიჩნევს“
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს - გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები