შალვა პაპუაშვილი: “არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან”
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჩინეთთან თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობაა, განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელიც საქართველოსთვის პოლიტიკური გადაწყვეტილებების ქედმაღლურად თავზე მოხვევას ცდილობს.

“ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რეგიონში, და ეს პირველი ვიზიტი რომ სწორედ საქართველოში იყო, ესეც არის იმის დასტური, რომ საქართველო წინ მიდის და ძლიერდება”, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრაღაში ქართველ ჟურნალისტებს.
„ეს აჩვენებს ჩინეთის განსაკუთრებულ პარტნიორულ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად გეოგრაფიულ, ეკონომიკურ ზომაში, პოლიტიკურ ზომასა და გავლენაში სხვაობებისა, ჩინეთის მხრიდან არასდროს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ.
ჩვენ ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელიც ცდილობს, რომ ყოველთვის ქედმაღლურად, ჭკუის სწავლებითა და საქართველოსა და ქართველი ხალხის დაკნინებულად წარმოდგენით, თითქოს ვინმეზე ნაკლები ვიყოთ, თავს მოგვახვიოს სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ჩინეთის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ამ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც განსაკუთრებულად ეფუძნება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს. ჩემი ვიზიტის დროსაც, პეკინში სწორედ ამ განწყობით იყო ყველა შეხვედრა და ეს არის სწორედ ის, როგორც ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ურთიერთობებს. ამ მხრივ სანიმუშოა ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, რომელმაც უკვე სტრატეგიული ხასიათი შეიძინა.
იქიდან რა დაკვეთა შემოუვა ოპოზიციას, ის უნდა ასრულოს საქართველომ და უნდა იყოს ინსტრუმენტი და იარაღი სხვის ხელში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაშალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და ჩინეთს შორის არის თანასწორი, პარტნიორულ პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა და არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი ქედმაღლური მიდგომა, როგორიც ევროკავშირის მხრიდან არის
შალვა პაპუაშვილი - ჩინეთის მხრიდან არასდროს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ - ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სანიმუშოა
შალვა პაპუაშვილი: არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან
ციტატები სტატიიდან
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რეგიონში, და ეს პირველი ვიზიტი რომ სწორედ საქართველოში იყო, ესეც არის იმის დასტური, რომ საქართველო წინ მიდის და ძლიერდება“
„ეს აჩვენებს ჩინეთის განსაკუთრებულ პარტნიორულ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად გეოგრაფიულ, ეკონომიკურ ზომაში, პოლიტიკურ ზომასა და გავლენაში სხვაობებისა, ჩინეთის მხრიდან არასდროს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელიც ცდილობს, რომ ყოველთვის ქედმაღლურად, ჭკუის სწავლებითა და საქართველოსა და ქართველი ხალხის დაკნინებულად წარმოდგენით, თითქოს ვინმეზე ნაკლები ვიყოთ, თავს მოგვახვიოს სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩინეთის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ამ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც განსაკუთრებულად ეფუძნება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს. ჩემი ვიზიტის დროსაც, პეკინში სწორედ ამ განწყობით იყო ყველა შეხვედრა და ეს არის სწორედ ის, როგორც ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ურთიერთობებს. ამ მხრივ სანიმუშოა ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, რომელმაც უკვე სტრატეგიული ხასიათი შეიძინა. იქიდან რა დაკვეთა შემოუვა ოპოზიციას, ის უნდა ასრულოს საქართველომ და უნდა იყოს ინსტრუმენტი და იარაღი სხვის ხელში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…