პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უნგრეთში ვიქტორ ორბანის ძმა დააკავეს - ორბანი აცხადებს, რომ „სამიზნე თავად არის, მისი უმცროსი ძმა კი მხოლოდ იარაღია“

უნგრეთში საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანის საქმეზე ვიქტორ ორბანის ძმა, არონ ორბანი დააკავეს. ორბანი აცხადებს, რომ სამიზნე თავადაა, მისი ძმა კი მხოლოდ იარაღია.

უნგრეთში ვიქტორ ორბანის ძმა დააკავეს - ორბანი აცხადებს, რომ „სამიზნე თავად არის, მისი უმცროსი ძმა კი მხოლოდ იარაღია“
ინტერპრესნიუსი

უნგრეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ძმა დააკავეს, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა HVG-ი ავრცელებს.

უნგრეთის პოლიციის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის უმცროსი ძმა, არონ ორბანი სახელმწიფო საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანასთან დაკავშირებულ საქმეზე დააკავეს.

მედიის ცნობით, არონ ორბანი და მისი კომპანია Multi Shoot-ი აქტიურად იყვნენ ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაფორმების პროცესში.

საქმე ვიეტნამის მოქალაქეებისთვის უნგრეთის და შესაბამისად შენგენის ზონის ვიზების მიღებას უკავშირდება. კერძოდ, არონ ორბანთან დაკავშირებული ჯგუფი ვიზების მარტივად მიღების მიზნით ვიეტნამის მოქალაქეებს პეჩის უნივერსიტეტში ორდღიან კურსებზე არეგისტრირებდა.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ძმის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც გააკეთა.

ორბანის თქმით, „მთავრობა პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას და ერთპარტიული სისტემის დამყარებას ცდილობს“.

„სამიზნე მე ვარ, ჩემი უმცროსი ძმა კი მხოლოდ იარაღია“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოუნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის უმცროსი ძმა დააკავეს
  2. ფორმულაოპოზიციურივიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიმედიის ცნობით, ვიქტორ ორბანის ძმა ადამიანებით ტრეფიკინგის საქმეზე დააკავეს
  4. ალიაოპოზიციურივიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Guardian - უნგრეთში, ვიქტორ ორბანის მთავრობის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას 19.5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა ამოიღესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები