ლადო სადღობელაშვილი: “ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა. თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს”
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციას, ექსპერტებსა და მედიას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის გარშემო „კოორდინირებულ დუმილში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვისაც ეს ვიზიტი არ უხარია, „საქართველოს მოღალატეა“.

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა.
თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს. რატომ დუმან ისინი?
როდესაც მსოფლიო მასშტაბის ზესახელმწიფოსა და გლობალური ეკონომიკური ლიდერის მეორე პირი იმყოფება ვიზიტით შენს ქვეყნაში, ამ დონის დიპლომატიური აქტივობის იგნორირება მხოლოდ მიკერძოებულობაზე მეტყველებს. არ გიხარია ქვეყნის წინსვლა თუ გყოფნით იმის თავხედობა, რომ ჩინეთის დონის ზესახელმწიფოსთან დაახლოება უგულებელყოთ?
აბა, წარმოვიდგინოთ და გავიხსენოთ რა ხდებოდა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტების ვიზიტის დროს!
გამკვირვებია ეკონომიკის ექსპერტების და ბიზნესმენების, რომლებიც ხშირად საუბრობენ ყოველდღიურ და ბანალურ ეკონომიკურ ნიუანსებზე, ახლა კი, ასეთი დონის ვიზიტზე უჩვეულო სიჩუმეს ინარჩუნებენ… რატომ არ საუბრობენ ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ღრმა პერსპექტივებზე, ინვესტიციებსა და სატრანზიტო პოტენციალზე? ცხადია, რომ ეს სიჩუმე შემთხვევითი არ არის.
გარედან მიღებული დირექტივები და სკეპტიციზმი საქართველოს წარმატების მიმართ ხელს უშლის ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზებას.
ჩინეთი დღეს არის არა მხოლოდ გლობალური ეკონომიკური გიგანტი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მსოფლიო ლიდერი ზესახელმწიფო, რომლის ინტერესი საქართველოს მიმართ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის უდიდესი გარანტია.
მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა და მსოფლიო მასშტაბის ძლიერ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა პირდაპირ ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.
ვისაც ეს არ უხარია, საქართველოს მოღალატეა!“ – წერს სადღობელაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიალადო სადღობელაშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა! თუმცა განსაკუთრებით ყურადსაღებია ის "კოორდინირებული დუმილი", რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს
ლადო სადღობელაშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს
ციტატები სტატიიდან
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა. თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს. რატომ დუმან ისინი? როდესაც მსოფლიო მასშტაბის ზესახელმწიფოსა და გლობალური ეკონომიკური ლიდერის მეორე პირი იმყოფება ვიზიტით შენს ქვეყნაში, ამ დონის დიპლომატიური აქტივობის იგნორირება მხოლოდ მიკერძოებულობაზე მეტყველებს. არ გიხარია ქვეყნის წინსვლა თუ გყოფნით იმის თავხედობა, რომ ჩინეთის დონის ზესახელმწიფოსთან დაახლოება უგულებელყოთ? აბა, წარმოვიდგინოთ და გავიხსენოთ რა ხდებოდა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტების ვიზიტის დროს! გამკვირვებია ეკონომიკის ექსპერტების და ბიზნესმენების, რომლებიც ხშირად საუბრობენ ყოველდღიურ და ბანალურ ეკონომიკურ ნიუანსებზე, ახლა კი, ასეთი დონის ვიზიტზე უჩვეულო სიჩუმეს ინარჩუნებენ… რატომ არ საუბრობენ ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ღრმა პერსპექტივებზე, ინვესტიციებსა და სატრანზიტო პოტენციალზე? ცხადია, რომ ეს სიჩუმე შემთხვევითი არ არის. გარედან მიღებული დირექტივები და სკეპტიციზმი საქართველოს წარმატების მიმართ ხელს უშლის ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზებას. ჩინეთი დღეს არის არა მხოლოდ გლობალური ეკონომიკური გიგანტი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მსოფლიო ლიდერი ზესახელმწიფო, რომლის ინტერესი საქართველოს მიმართ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის უდიდესი გარანტია. მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა და მსოფლიო მასშტაბის ძლიერ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა პირდაპირ ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. ვისაც ეს არ უხარია, საქართველოს მოღალატეა!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…