პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩინეთთან უნდა ვივაჭროთ, უნდა გვქონდეს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები - გრიგოლ გეგელია

ლელოქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ ბრალდებას, რომ ოპოზიცია ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე გარე დავალებით დუმს, გრიგოლ გეგელია პასუხობს და აცხადებს, რომ ჩინეთთან ვაჭრობა და კავშირები აუცილებელია.

ჩინეთთან უნდა ვივაჭროთ, უნდა გვქონდეს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები - გრიგოლ გეგელია
რუსთავი 2

რატომ დუმს ოპოზიცია საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე - კითხვის საპასუხოდ, პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, საქართველოს ჩინეთთან უნდა ჰქონდეს როგორც სავაჭრო, ასევე პოლიტიკური და კულტურული კავშირი.

"მე რა მიხარია და რა არა, რა მათი საქმეა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი.

ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, რომ ჩინეთთან უნდა ვივაჭროთ, უნდა გვქონდეს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს მეორე პირის თბილისში ვიზიტზე ოპოზიციის სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპონენტები მხოლოდ გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ. ქვეყნის წარმატებასთან დაკავშირებულ სიახლეებს კი ოპოზიციის მხარდამჭერი მედიასაშუალებები შეგნებულად არ აშუქებენ.

მმართველი გუნდის შეფასებით, მათ ოპონენტებს არ აინტერესებთ არც ქვეყნის შესაძლებლობები და არც საქართველოს გრძელვადიანი გეოსტრატეგიული წარმატებები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე რა მიხარია და რა არა, რა მათი საქმეა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, რომ ჩინეთთან უნდა ვივაჭროთ, უნდა გვქონდეს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები“
გრიგოლ გეგელია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიგი წერეთელი: ოპოზიციის მდგომარეობა დღეს ნამდვილად არ არის იმგვარი, რომ პირველ პლანზე ჰქონდეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები