პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლადო სადღობელაშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა! თუმცა განსაკუთრებით ყურადსაღებია ის "კოორდინირებული დუმილი", რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციას, მედიასა და ექსპერტებს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის იგნორირებასა და „კოორდინირებულ დუმილში“ ადანაშაულებს.

ლადო სადღობელაშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა! თუმცა განსაკუთრებით ყურადსაღებია ის "კოორდინირებული დუმილი", რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს
რუსთავი 2

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ მასშტაბის დიპლომატიური მოვლენის იგნორირება ოპოზიციის, ოპოზიციური მედიისა და ეკონომიკური წრეების მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

სადღობელაშვილის თქმით, გაუგებარია, რატომ არ საუბრობენ ეკონომიკის ექსპერტები ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ინვესტიციებისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების პერსპექტივებზე.

ანალიტიკოსის შეფასებით, ჩინეთი გლობალური ეკონომიკური გიგანტი და ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიო სახელმწიფოა, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება.

„-ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა!

- თუმცა განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს. რატომ სდუმან ისინი?

- როდესაც მსოფლიო მასშტაბის ზესახელმწიფოსა და გლობალური ეკონომიკური ლიდერის მეორე პირი იმყოფება ვიზიტით შენს ქვეყნაში, ამ დონის დიპლომატიური აქტივობის იგნორირება მხოლოდ მიკერძოებულობაზე მეტყველებს. არ გიხარია ქვეყნის წინსვლა თუ გყოფნით იმის თავხედობა რომ ჩინეთის დონის ზესახელმწიფოსთან დაახლოება უგულებელყოთ? აბა წარმოვიდგინოთ და გავიხსენით რა ხდებოდა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტების ვიზიტის დროს?!

- გამკვირვებია ეკონომიკის ექსპერტების და ბიზნესმენების, რომლებიც ხშირად საუბრობენ ყოველდღიურ და ბანალურ ეკონომიკურ ნიუანსებზე, ახლა კი ასეთი დონის ვიზიტზე უჩვეულო სიჩუმეს ინარჩუნებენ… რატომ არ საუბრობენ ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ღრმა პერსპექტივებზე, ინვესტიციებსა და სატრანზიტო პოტენციალზე? ცხადია, რომ ეს სიჩუმე შემთხვევითი არ არის.

-გარედან მიღებული დირექტივები და სკეპტიციზმი საქართველოს წარმატების მიმართ ხელს უშლის ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზებას.

- ჩინეთი დღეს არის არა მხოლოდ გლობალური ეკონომიკური გიგანტი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მსოფლიო ლიდერი ზესახელმწიფო, რომლის ინტერესი საქართველოს მიმართ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის უდიდესი მყარი გარანტიაა. მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა და მსოფლიო მასშტაბის ძლიერ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა პირდაპირ ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.

- ვისაც ეს არ უხარია საქართველოს მოღალატეა!“ - წერს სადღობელაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოლადო სადღობელაშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„-ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! - თუმცა განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს. რატომ სდუმან ისინი? - როდესაც მსოფლიო მასშტაბის ზესახელმწიფოსა და გლობალური ეკონომიკური ლიდერის მეორე პირი იმყოფება ვიზიტით შენს ქვეყნაში, ამ დონის დიპლომატიური აქტივობის იგნორირება მხოლოდ მიკერძოებულობაზე მეტყველებს. არ გიხარია ქვეყნის წინსვლა თუ გყოფნით იმის თავხედობა რომ ჩინეთის დონის ზესახელმწიფოსთან დაახლოება უგულებელყოთ? აბა წარმოვიდგინოთ და გავიხსენით რა ხდებოდა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტების ვიზიტის დროს?! - გამკვირვებია ეკონომიკის ექსპერტების და ბიზნესმენების, რომლებიც ხშირად საუბრობენ ყოველდღიურ და ბანალურ ეკონომიკურ ნიუანსებზე, ახლა კი ასეთი დონის ვიზიტზე უჩვეულო სიჩუმეს ინარჩუნებენ… რატომ არ საუბრობენ ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ღრმა პერსპექტივებზე, ინვესტიციებსა და სატრანზიტო პოტენციალზე? ცხადია, რომ ეს სიჩუმე შემთხვევითი არ არის. -გარედან მიღებული დირექტივები და სკეპტიციზმი საქართველოს წარმატების მიმართ ხელს უშლის ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზებას. - ჩინეთი დღეს არის არა მხოლოდ გლობალური ეკონომიკური გიგანტი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მსოფლიო ლიდერი ზესახელმწიფო, რომლის ინტერესი საქართველოს მიმართ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის უდიდესი მყარი გარანტიაა. მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა და მსოფლიო მასშტაბის ძლიერ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა პირდაპირ ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. - ვისაც ეს არ უხარია საქართველოს მოღალატეა!“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები