საყიდლები, საკვები... - III კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ვიზიტებზე ₾835 მლნ დახარჯეს
საქსტატის მონაცემებით, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ ვიზიტებზე 835 მლნ ლარი დახარჯეს, რაც წლიურად 19%-ით მეტია. ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (204.6 ათასი) და რუსეთში (112 ათასი) განხორციელდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ ვიზიტებზე ჯამში 835 მლნ ლარი დახარჯეს, რაც წლიურად 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის III კვარტალთან შედარებით 15.8 პროცენტით გაიზარდა და 1 351 ლარი შეადგინა.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 204.6 ათასი და 112 ათასი ვიზიტი. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ დანახარჯების შესახებ სტატისტიკა ასევე მოიცავს თურქეთის საზღვრის საყიდლების მიზნით კვეთასაც.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 813.7 ათასი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, რაც 3.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 618.2 ათასი შეადგინა, რაც 3%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 428 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც წლიურად 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 204.6 ათასი და 112 ათასი ვიზიტი.
განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.8 შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 1.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…