ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოში EU-დან ჩამოსულმა 474 ათასმა ვიზიტორმა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე 1.3 მლნ-მა რუსეთიდან

საქართველოს ეროვნული ბანკი

9 თვეში საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსულმა 474 ათასმა ვიზიტორმა ჯამში 665.3 მლნ დოლარი დახარჯა, რითაც რუსეთიდან 1.3 მილიონზე მეტი მოგზაურის დანახარჯს (641.3 მლნ დოლარი) გადააჭარბა. ევროპელი ტურისტი ერთ ვიზიტზე თითქმის სამჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე რუსი.

საქართველოში EU-დან ჩამოსულმა 474 ათასმა ვიზიტორმა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე 1.3 მლნ-მა რუსეთიდან
საქართველოში EU-დან ჩამოსულმა 474 ათასმა ვიზიტორმა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე 1.3 მლნ-მა რუსეთიდანBM.GE

ევროკავშირიდან საქართველოში ჩამოსული ვიზიტორები ერთ ვიზიტზე საშუალოდ უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე რუსეთიდან.

ეროვნული ბანკისა და ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს 9 თვეში საქართველოში ევროკავშირიდან [დიდი ბრიტანეთის ჩათვლით] 29%-ით გაიზარდა ტურიზმის შემოსავლები და 665.3 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა რუსეთიდან შემოსავლებში 14.5%-იანი ზრდა ფიქსირდება და 641.3 მლნ დოლარს შეადგენს. მიმდინარე წლის 9 თვეში ევროკავშირიდან ჯამში 473 620 ვიზიტი განხორციელდა, რაც 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის შემთხვევაში, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1405 დოლარს შეადგენს. შედარებისთვის რუსეთიდან 1 306 623 ვიზიტორმა ერთ ვიზიტზე საშუალოდ 491 დოლარი დახარჯა. შესაბამისად, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული ვიზიტორები, საშუალოდ, თითქმის 3-ჯერ მეტს ხარჯავენ რუს ტურისტებზე.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიიდან განხორციელდა 80 104 ვიზიტი (წლიური ზრდა 21%-ია). მეორე ადგილზეა პოლონეთი 74 341 ვიზიტით, რაც წლიურად 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მესამე ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს 41 032 ვიზიტით, აქ წლიური ზრდა 19.5%-ს შეადგენს, მეოთხე ადგილს საფრანგეთი იკავებს 32 143 ვიზიტით, რაც 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, მეხუთე ადგილზე 28 826 ვიზიტით იტალიაა, რაც წლიურად 32%-იანი ზრდაა.

ქვეყნები, საიდანაც ქართულმა ტურიზმმა იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო:

ევროკავშირი [დიდი ბრიტანეთის ჩათვლით] - 665.3 მლნ დოლარი; ზრდა 29%;

რუსეთი - 641.3 მლნ დოლარი; ზრდა 14.5%;

ისრაელი - 457.6 მლნ დოლარი; ზრდა 6.4%;

თურქეთი - 428.2 მლნ დოლარი; კლება -5.7%;

აზერბაიჯანი - 186.4 მლნ დოლარი; ზრდა 10%;

უკრაინა - 167.4 მლნ დოლარი; ზრდა 46%;

სომხეთი - 135.1 მლნ დოლარი; ზრდა 6%;

ბელარუსი - 84 მლნ დოლარი; ზრდა 15.5%;

საუდის არაბეთი - 82.9 მლნ დოლარი; კლება -33.5%;

ირანი - 53.7 მლნ დოლარი; კლება -46%;

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მესამე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,864.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები