ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საიდან განხორციელდა ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში? | TOP-15 ქვეყანა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 9 თვეში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან დაფიქსირდა.

საიდან განხორციელდა ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში? | TOP-15 ქვეყანა
საიდან განხორციელდა ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში? | TOP-15 ქვეყანაBM.GE

ოფიციალური სტატისტიკით, 9 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი მეზობელი ქვეყნებიდან: რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.04%-ით მეტია. აქედან 4,404,872 ვიზიტი ტურისტული იყო, რაც წლიურად 2.3%-იანი ზრდაა.

ძირითად ჩამონათვალში ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყანა, გერმანია და პოლონეთი ხვდება.

Top 15 ქვეყანა, საიდანაც 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა შემდეგია:

რუსეთი: 1,306,623 ვიზიტი, წლიური ცვლილება: 4.9%

თურქეთი: 923,476 ვიზიტი, წლიური ცვლილება: -4.2%

სომხეთი: 676,201 ვიზიტი, წლიური ცვლილება: -6.1%

ისრაელი: 292,420 ვიზიტი, წლიური ცვლილება: -0.4%

აზერბაიჯანი: 249,002 ვიზიტი, წლიური ცვლილება: 13.1%

ყაზახეთი: 145,284 ვიზიტი, წლიური ცვლილება: 4.3%

ბელარუსი: 130,179 ვიზიტი, წლიური ცვლილება: 2.3%

უკრაინა: 124,403 ვიზიტი, წლიური ცვლილება: 22%

ჩინეთი: 119,081 ვიზიტი, წლიური ცვლილება: 23.6%

გერმანია: 80,104 ვიზიტი, წლიური ცვლილება: 21.4%

პოლონეთი: 74,341 ვიზიტი, წლიური ცვლილება: 15.8%

ირანი: 67,005 ვიზიტი, წლიური ცვლილება: -30.4%

უზბეკეთი: 61,014 ვიზიტი, წლიური ცვლილება: -1.5%

საუდის არაბეთი: 55,165 ვიზიტი, წლიური ცვლილება: -34.6%

ინდოეთი: 51,365 ვიზიტი, წლიური ცვლილება: -50.6%

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
3.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან და 6 მილიონზე მეტი მოგზაურის ვიზიტი საქართველოში - 9 თვეში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები