პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, მათი დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა და ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარა

სურსათის ეროვნული სააგენტო

„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, მათი დელეგაცია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით საქართველოში იმყოფებოდა და ქართული სატესტო ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარა.

„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, მათი დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა და ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარა
ინტერპრესნიუსი

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსსელხოზნადზორი) დელეგაცია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით საქართველოში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როსსელხოზნადზორი“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათმა წარმომადგენლებმა ქართული სატესტო ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარეს და შეისწავლეს რუსეთში გასატანი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემა.

„კერძოდ, რუსი სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნარჩენ რაოდენობებს იკვლევს. მათ შეაფასეს ლაბორატორიის ორგანიზაციული სტრუქტურა, ტექნიკური აღჭურვილობა, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, კვლევის მეთოდები და შენობა-ნაგებობების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან“, - აღნიშნულია „როსსელხოზნადზორის” ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, ქართველმა კოლეგებმა რუს სპეციალისტებს გააცნეს ნიმუშების საკარანტინო ფიტოსანიტარიული მდგომარეობის განსაზღვრის წესი და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების გაცემის პროცედურა.

რუსეთის დელეგაცია გორის მუნიციპალიტეტში ეწვია თესლოვანი და კურკოვანი კულტურების მოყვანის, შენახვისა და საექსპორტო პარტიების ფორმირების ხუთ ობიექტს.

„აუდიტის შედეგების საფუძველზე, როსსელხოზნადზორი ლაბორატორიას გაუგზავნის აუდიტის აქტს, რომელიც დაადასტურებს მის კომპეტენციას, კვლევის მეთოდებისა და მიღებული შედეგების სანდოობას. ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ მცენარეთა კარანტინის სფეროში ეროვნული სისტემის შემუშავება მიმდინარეობს. ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების ინტეგრაცია ინფორმაციის გაცვლას გააუმჯობესებს, საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ორმხრივ მიწოდებას გაზრდის და მისი უსაფრთხოების კონტროლს გააძლიერებს“,- აღნიშნულია „როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 4
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„როსსელხოზნადზორმა“ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა
  2. BM.GEოპოზიციური„როსსელხოზნადზორი“ რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - უწყება ვიზიტს აჯამებს
  3. ალიაოპოზიციურირუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური საქართველოში ხუთდღიან ვიზიტს აჯამებს
  4. ნეტგაზეთიოპოზიციური“როსსელხოზნადზორი” აცხადებს, რომ ქართული კომპანიების აუდიტი ჩაატარა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სეს ირწმუნება, რომ 11 ათასლარიანი სუფრა სამუშაო საათებში არ გაშლილიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები