პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სეს ირწმუნება, რომ 11 ათასლარიანი სუფრა სამუშაო საათებში არ გაშლილია

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო უარყოფს ბესიკ დონაძის ბრალდებას 11 ათას ლარზე მეტი ღირებულების სუფრის სამუშაო საათებში გაშლაზე და აცხადებს, რომ თანხა საერთაშორისო დელეგაციის ოფიციალურ ვახშამს მოხმარდა.

სეს ირწმუნება, რომ 11 ათასლარიანი სუფრა სამუშაო საათებში არ გაშლილია
ნეტგაზეთი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც საერთაშორისო დელეგაციის ოფიციალურ მასპინძლობასთან დაკავშირებული ფაქტები არასწორად არის ინტერპრეტირებული და საზოგადოებას შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საუბარია ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 45-კაციანი ოფიციალური დელეგაციის მასპინძლობაზე, რომელიც საქართველოში 20-22 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ოფიციალური ვახშამი გაიმართა საღამოს საათებში, რაც სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებულ ქვითარზე ასახული დროითაც დასტურდება, სადაც შეკვეთის მიღების დროდ 19:08 საათია მითითებული. შესაბამისად, იმის მტკიცება, თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები რესტორანში სამუშაო საათებში იმყოფებოდნენ, წარმოადგენს სრულ დეზინფორმაციას. სურსათის ეროვნული სააგენტო მასპინძლის რანგში იმყოფებოდა ღონისძიებაზე, ქვითარზე მითითებული თანხა კი წარმოადგენს საერთაშორისო დელეგაციის ოფიციალური მასპინძლობისთვის და არა სააგენტოს თანამშრომლების პირადი მიზნებისთვის გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯს.“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, მათი დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა და ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები