პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“როსსელხოზნადზორი” აცხადებს, რომ ქართული კომპანიების აუდიტი ჩაატარა

სურსათის ეროვნული სააგენტო

„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, მათი დელეგაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიწვევით საქართველოში იმყოფებოდა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის აუდიტი ჩაატარა.

“როსსელხოზნადზორი” აცხადებს, რომ ქართული კომპანიების აუდიტი ჩაატარა
ნეტგაზეთი

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსსელხოზნადზორის) ცნობით, მათი დელეგაცია საქართველოში, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიწვევით იმყოფებოდა.

მათივე განცხადებით, ვიზიტის მიზანს ქართული ლაბორატორიების აუდიტი წარმოადგენდა.

„რუსი სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც ატარებს კვლევებს რუსული ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნარჩენი რაოდენობის შემცველობაზე. მათ შეაფასეს ორგანიზაციული სტრუქტურა, აღჭურვილობა, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, კვლევის მეთოდოლოგია და ფართის შესაბამისობა მოთხოვნებთან.

გარდა ამისა, ქართველმა კოლეგებმა დაადგინეს ნიმუშების კარანტინული ფიტოსანიტარიული მდგომარეობის განსაზღვრის წესი და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების გაცემის პროცედურა“, – აღნიშნულია როსსელხოზნადზორის განცხადებაში.

რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე აღნიშნულია, რომ შედეგების მიხედვით, როსსელხოზნადზორი აუდიტის აქტს კომპეტენციის, მეთოდებისა და კვლევის შედეგების დადასტურების შესახებ ლაბორატორიის მისამართით გააგზავნის.

რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა (როსპოტრებნადზორი ფუნქციურად ჰგავს როსსელხოზნადზორს მაგრამ სხვა უწყებაა) საქართველოს თავი 2026 წლის ოქტომბერში შეახსენა, როდესაც ქართველი ღვინის, ლუდისა და გაზიანი სასმელების მწარმოებლებს რუსეთში პროდუქციის ექსპორტი სანიტარული მოთხოვნების დარღვევის მოტივით აუკრძალა. შავ სიაში თავიდან 7 კომპანია მოხვდა, რასაც შემდეგ კიდევ 3 დაემატა.

როგორ აისახა შეზღუდვები ოქტომბრის ექსპორტზე ნოემბრის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

ღვინის 65% და ცალკეულ შემთხვევაში ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის 80%-ზე მეტი რუსეთზე მოდის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„როსსელხოზნადზორმა“ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა
  2. BM.GEოპოზიციური„როსსელხოზნადზორი“ რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - უწყება ვიზიტს აჯამებს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალური„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, მათი დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა და ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარა
  4. ალიაოპოზიციურირუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური საქართველოში ხუთდღიან ვიზიტს აჯამებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსი სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც ატარებს კვლევებს რუსული ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნარჩენი რაოდენობის შემცველობაზე. მათ შეაფასეს ორგანიზაციული სტრუქტურა, აღჭურვილობა, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, კვლევის მეთოდოლოგია და ფართის შესაბამისობა მოთხოვნებთან. გარდა ამისა, ქართველმა კოლეგებმა დაადგინეს ნიმუშების კარანტინული ფიტოსანიტარიული მდგომარეობის განსაზღვრის წესი და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების გაცემის პროცედურა“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, მათი დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა და ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები