რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური საქართველოში ხუთდღიან ვიზიტს აჯამებს
„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, რუსეთის დელეგაციამ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიწვევით ქართული ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარა და რუსეთში საექსპორტო ხილზე სერტიფიკატების გაცემის წესს გაეცნო.

როსსელხოზნადზორის ცნობით, 2-6 ნოემბერს მათი დელეგაცია საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიწვევით იმყოფებოდა.
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურმა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა სპეციალისტებმა ქართული ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარეს და გაეცნენ, როგორ გასცემს საქართველო რუსეთში საექსპორტოდ განკუთვნილ თესლოვან და კურკოვან ხილზე ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატებს.
რუსული უწყების ინფორმაციით, დელეგაციამ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შეაფასა, როგორ ამოწმებენ მცენარეულ პროდუქტებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენ შემცველობას.
რუსი სპეციალისტები გაეცნენ კვლევის მეთოდებს, შეამოწმეს აღჭურვილობა და შეაფასეს თანამშრომელთა კვალიფიკაცია. როსსელხოზნადზორის ცნობით, უწყება ლაბორატორიას აუდიტის აქტს გაუგზავნის.
ამასთან, რუსეთიდან ჩამოსულმა დელეგაციამ გორის მუნიციპალიტეტში ხილის მოყვანის, შენახვისა და საექსპორტო პარტიების მომზადების ხუთი ობიექტიც მოინახულა.
როსსელხოზნადზორის ცნობით, ქართულმა მხარემ დელეგაციას აცნობა, რომ მცენარეთა კარანტინის ეროვნულ სისტემას ამუშავებს. რუსული უწყების შეფასებით, ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების დაკავშირება ინფორმაციის გაცვლას გაამარტივებს და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ორმხრივ მიწოდებას გაზრდის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატია„როსსელხოზნადზორმა“ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა
„როსსელხოზნადზორი“ რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - უწყება ვიზიტს აჯამებს
„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, მათი დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა და ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარა
“როსსელხოზნადზორი” აცხადებს, რომ ქართული კომპანიების აუდიტი ჩაატარა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…