პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„როსსელხოზნადზორი“ რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - უწყება ვიზიტს აჯამებს

სურსათის ეროვნული სააგენტო

„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, უწყების დელეგაციამ საქართველოში ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარა და რუსეთში საექსპორტო კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემა შეისწავლა.

„როსსელხოზნადზორი“ რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - უწყება ვიზიტს აჯამებს
BM.GE

„როსსელხოზნადზორი“ რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - შესაბამის განაცხადს რუსული უწყება საქართველოში ვიზიტის შეჯამების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში აკეთებს.

მათი ინფორმაციით, 2026 წლის 2-დან 6 ნოემბრამდე „როსსელხოზნადზორის“ დელეგაცია, ქვეყნის სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოს ეწვია.

სამსახურის წარმომადგენლებმა ქართული გამოცდების ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარეს და რუსეთში მისაწოდებელი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემა შეისწავლეს.

„კერძოდ, რუსი სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც რუსული ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნარჩენი რაოდენობის კვლევებს ატარებს. მათ შეაფასეს ორგანიზაციული სტრუქტურა, აღჭურვილობა, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, კვლევის მეთოდიკა და ფართობების შესაბამისობა მოთხოვნებთან.

გარდა ამისა, ქართველმა კოლეგებმა წარმოადგინეს ნიმუშების საკარანტინო ფიტოსანიტარიული მდგომარეობის განსაზღვრის წესი და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების გაცემის პროცედურა.

რუსულმა დელეგაციამ გორის მუნიციპალიტეტში მოინახულა თესლოვანი და კურკოვანი კულტურების მოყვანის, შენახვისა და საექსპორტო პარტიების ფორმირების 5 ობიექტი.

შედეგების მიხედვით, „როსსელხოზნადზორი“ ლაბორატორიის მისამართით გააგზავნის აუდიტის აქტს კომპეტენტურობის, მეთოდებისა და კვლევის შედეგების დადასტურების შესახებ“, - ნათქვამია „როსსელხოზნადზორის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ განაცხადა მცენარეთა კარანტინის სფეროში ეროვნული სისტემის შემუშავების შესახებ. „ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების ინტეგრაცია ოპტიმიზაციას გაუწევს ინფორმაციის გაცვლას, გაზრდის საბაჟო/საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ორმხრივ მიწოდებას და ამაღლებს მისი უსაფრთხოების კონტროლს“, - აცხადებენ როსსელხოზნადზორში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„როსსელხოზნადზორმა“ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალური„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, მათი დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა და ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარა
  3. ალიაოპოზიციურირუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური საქართველოში ხუთდღიან ვიზიტს აჯამებს
  4. ნეტგაზეთიოპოზიციური“როსსელხოზნადზორი” აცხადებს, რომ ქართული კომპანიების აუდიტი ჩაატარა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კერძოდ, რუსი სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც რუსული ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნარჩენი რაოდენობის კვლევებს ატარებს. მათ შეაფასეს ორგანიზაციული სტრუქტურა, აღჭურვილობა, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, კვლევის მეთოდიკა და ფართობების შესაბამისობა მოთხოვნებთან. გარდა ამისა, ქართველმა კოლეგებმა წარმოადგინეს ნიმუშების საკარანტინო ფიტოსანიტარიული მდგომარეობის განსაზღვრის წესი და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების გაცემის პროცედურა. რუსულმა დელეგაციამ გორის მუნიციპალიტეტში მოინახულა თესლოვანი და კურკოვანი კულტურების მოყვანის, შენახვისა და საექსპორტო პარტიების ფორმირების 5 ობიექტი. შედეგების მიხედვით, „როსსელხოზნადზორი“ ლაბორატორიის მისამართით გააგზავნის აუდიტის აქტს კომპეტენტურობის, მეთოდებისა და კვლევის შედეგების დადასტურების შესახებ“
„ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების ინტეგრაცია ოპტიმიზაციას გაუწევს ინფორმაციის გაცვლას, გაზრდის საბაჟო/საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ორმხრივ მიწოდებას და ამაღლებს მისი უსაფრთხოების კონტროლს“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, მათი დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა და ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები