ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც 24 სექტემბერს გაეროში სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც 24 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან და სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან, ასევე ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე ოქმის ხელმოწერა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

კობახიძე ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც 24 სექტემბერს გაეროში სიტყვით გამოვა
კობახიძე ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც 24 სექტემბერს გაეროში სიტყვით გამოვარადიო თავისუფლება

გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრი სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტსა და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება.

დაგეგმილია კობახიძის ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან და „სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან“. კონკრეტულად, ვისთან გაიმართება შეხვედრები, მთავრობა არ აკონკრეტებს. უცნობია, გამართავს თუ არა კობახიძე მოლაპარაკებებს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2024 წელსაც გამოვიდა სიტყვით, თუმცა ეს მისი პირველი ვიზიტია აშშ-ში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კობახიძის განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ და თბილისში საპროტესტო აქციების ძალის გამოყენებით დაშლა.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

„შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვადასხვა დონეზე გვექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან. ეს არის საუკეთესო ადგილი, შესაძლებლობა, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, კოლეგებთან გამართოს შეხვედრები სხვადასხვა საკითხზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბოჭორიშვილმა.

ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე ოქმის ხელმოწერა.

გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულს დაახლოებით 130 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება. Reuters წერს, რომ ნიუ-იორკში ჩავლენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გენერალურ ასამბლეას არ დაესწრება, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი კი, აშშ-ის მიერ ვიზის არგაცემის გამო, ასამბლეას ვიდეოჩართვით მიმართავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ქვეყნის მიღწევები, გამოწვევები და რეგიონში არსებული ვითარება - ძირითად გზავნილებს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს გაეროს მთავარი ტრიბუნიდან 24 სექტემბერს გააცნობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები