ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა|24 სექტემბერს გაეროში სიტყვით გამოვა
ირაკლი კობახიძე აშშ-ში გაემგზავრა და მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში, სადაც 24 სექტემბერს სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან.

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყება წერს, რომ ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ასევე მიიღებს მონაწილეობას „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტში. გარდა ამისა, იგი დაესწრება ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიას, რომელიც მშვიდობის საკითხებს ეძღვნება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან, ასევე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, კობახიძე ბოლოს გაეროში 2024 წელს გამოვიდა, 2025 წელს კი გაეროს ასამბლეაზე სიტყვით მიხეილ ყაველაშვილი გამოვიდა და დაახლოებით 10 წუთი ისაუბრა ქართულ ენაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
- იმედინიუსისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
- იმედინიუსიმაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე: ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები
- რადიო თავისუფლებაკობახიძე ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც 24 სექტემბერს გაეროში სიტყვით გამოვა
- იმედინიუსიპრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებშია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…