საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მსოფლიო ლიდერებს გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში მან უკვე გამართა შეხვედრები საერთაშორისო ლიდერებთან და მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მსოფლიო ლიდერებს გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მიმართავს. ირაკლი კობახიძის გამოსვლის მთავარი გზავნილები საქართველოს მიღწევებს, უსაფრთხოების გამოწვევებს, ქვეყნის ოკუპაციასა და რეგიონულ მშვიდობას დაეთმობა.
მთავრობის მეთაურმა ნიუ-იორკში უკვე გამართა მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და თურქეთის პრეზიდენტთან.
პრემიერმა მონაწილეობა მიიღო მშვიდობისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიებში და დაესწრო დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს.
ვიზიტის ფარგლებში ყირიმის პლატფორმაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრიც, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ერთგულებას კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.