პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს ნიუ იორკში დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ იორკში დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართა. ვიზიტისას კობახიძემ ასევე გამართა შეხვედრები სხვადასხვა ლიდერთან და გაერო-ს გენერალურ მდივანთან.

ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს ნიუ იორკში დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
პირველი არხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს ნიუ იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

მათივე ცნობით, ოფიციალური მიღება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ასევე, კობახიძე შეხვდა სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერსა და გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს.

ამასთან, აშშ-ში ვიზიტის შემდგომ ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ისე სახელმწიფო მდივანს, აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ძალიან დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა
  2. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
  3. ფორმულაოპოზიციურიკობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
  4. POSTVსამთავრობოპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ
  5. ტაბულაოპოზიციურიკობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
  6. რუსთავი 2სამთავრობოკიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას, რომ ახალი ათვლის წერტილიდან დაიწყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა - შალვა პაპუაშვილი პრემიერის აშშ-ში ვიზიტზე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კობახიძე აცხადებს, რომ ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტთან გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები