პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გუნდის ტაქტიკურ გადაწყობასა და თანამედროვე ფეხბურთის დანერგვაზე საუბრობს. სტატიაში განხილულია ნაკრების სამომავლო მიზნები და უნგრეთთან მატჩის სავარაუდო შემადგენლობა.

რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სპორტალი

"საინტერესო კითხვაა, ვეცდები, დეტალურად ვუპასუხო" - ასე დაიწყო საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ჩვენ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. საუბარი იყო თემაზე, როცა მწვრთნელი ამბობს, რომ სიახლეებია საჭირო, მათ შორის ტაქტიკურ ნაწილში. ასევე, როგორ უნდა დავიწყოთ და წარვმართოთ შეტევა. ყველაფერ ამის დანერგვას დრო სჭირდება. ამასობაში, ჩვენი მიზანი რა უნდა იყოს, დარჩენილი ორი მატჩი იმისთვის გამოვიყენოთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკეთესი, უფრო თანამედროვე გუნდი რომ გავხდეთ?! მაშინ ვიფიქროთ, გულშემატკივრებისთვის ეს რამდენად დამაკმაყოფილებელი იქნება, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, მწვრთნელთან ერთად უკეთეს მომავალზე ესაუბრო. მეორე მხრივ, ვიცით, თავის მოტყუება არც შედეგით იქნება, გამოსასწორებელი ბევრი რამაა.

რა უნდა იყოს მწვრთნელის მიზანი? საქართველოს ნაკრებმა თანამედროვე ფეხბურთი რაც შეიძლება დიდი დოზითა და დროით უნდა ითამაშოს. რა თქმა უნდა ის მეტოქის პრესინგის დაძლევით იწყება. დღეს არსებული ცენტრალური მცველების კონტინგენტით ეს მარტივი ამბავი არ იქნება. აი, ირაკლი აზაროვის შემთხვევაში კი მწვრთნელის ხედვას სრულად ვიზიარებთ, მას ასეთ დროს თამაშისთვის საჭირო უნარები გააჩნია. ისიც სათქმელია, რომ გიორგი მამარდაშვილმა ინგლისში უფრო გრძელი პასები დახვეწა და განავითარა, მოლოდინი კი უფრო მეტიასაა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მისი შემტევების სისწრაფეს კარგად იყენებდა და ამის წინაპირობა ნახევარდაცვაში ბურთის აქტიურად მოპოვება იყო!..

რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ, რომ ნიკა გაგნიძემ დაბრუნების შემდეგ კლუბში სრულად ითამაშა და მისი ნაკრების სიაში დამატება კარგი ამბავია. ისევ გავიმეორებთ: ნახევარდაცვის ახლებურად მუშაობას, შეტევების წარმართვასა და მეტ პრესინგს ველით და არა იმას, რაც წინა მატჩებში ვნახეთ.

შემადგენლობაზე როგორც არ უნდა ვისაუბროთ, ფაქტია, ჩვენი კონტინგენტი ესაა და ახლა მთავარი მოკლე დროში მათ ირგვლივ სწორი ტაქტიკის ჩამოყალიბებაა. კარგია ისიც, მწვრთნელი თავიდანვე რომ ფიქრობს, დომინანტური სტრატეგიის გარდა, გუნდს სათადარიგო გეგმა მუდამ უნდა გააჩნდეს. ასევე, პროცესში გარდაქმნაა მნიშვნელოვანი, შეცვლების შემდეგ თამაში უნდა გავაუმჯობესოთ და არა პირიქით.

სამწვრთნელო შტაბის რაოდენობაზე საკმაოდ დიდი გამოხმაურებაა. უნდა ითქვას, უფრო მრავალრიცხოვანიც არსებობს და გასაკვირი აქ აღარაფერია. მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია. მაგალითად ის, როგორ მუშაობენ სხვადასხვა კომპონენტებზე. ყველაზე აქტუალური სტანდარტულ მდგომარეობებზე მუშაობაა. არაერთხელ ვნახეთ, გუნდები აუტებითა და კუთხურებით მატჩის ბედს წყვეტენ, ჩვენ კი შეტევით ნაწილში ვერაფერს ვქმნით, დაცვაში კი პრობლემებია. ამ კუთხით მცირე პროგრესით თავის მოტყუება არაფერს გვარგებს.

მომავალ დღეებში შემადგენლობასა და მატჩისწინა ამბებზე ვრცლად ვისაუბრებთ. დღეის მდგომარეობით უნგრეთთან მატჩის სავარაუდო შემადგენლობას (მწვრთნელის ხედვა) "მშრალად" შევეხებით: მამარდაშვილი - კაკაბაძე(C), გოგლიჩიძე, დვალი, აზაროვი - ეგოიანი, მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე - წიტაიშვილი, მიქაუტაძე, კვერნაძე.

*ლუკა ლოჩოშვილს ტრავმის შემდეგ ბევრი გაუცდა;

*გიორგი ქოჩორაშვილი პირველ მატჩში დისკვალიფიცირებულია.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები