პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„სოლიდარობა პოლონეთსა და პოლონელ ხალხს“ – კობახიძე კრაკოვის თავდასხმაზე

კრაკოვში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა და 16 დაშავდა, ირაკლი კობახიძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და პოლონელ ხალხს საქართველოს სახელით სოლიდარობა გამოუცხადა.

„სოლიდარობა პოლონეთსა და პოლონელ ხალხს“ – კობახიძე კრაკოვის თავდასხმაზე
რადიო თავისუფლება

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო“, - წერს ირაკლი კობახიძე 9 ნოემბერს X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ამ მძიმე წუთებში საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს“, - წერს ირაკლი კობახიძე.

რა მოხდა კრაკოვში

2026 წლის 7 ნოემბერს უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ატეხა კრაკოვის ცენტრში, ბაზრის მოედანზე.

სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, დაიჭრა 16, რომელთაგანაც ხუთი უცხოელია.

ცნობილია, რომ თავდამსხმელი 24 წლისაა, პოლონეთის მოქალაქე, წარმოშობით სვენტოქშირსკის სავოევოდოდან და ულტრამემარჯვენე შეხედულებებს ემხრობა.

თავდამსხმელს წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი და აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვა. სამხედრო მოსამსახურე არ არის, თუმცა სამხედროს მსგავს ფორმაში იყო გამოწყობილი.

თვითმხილველების თქმით, დამნაშავე მოედანზე შავი ავტომობილით მივიდა, გაჩერდა, გადმოვიდა და ავტომატური იარაღით გახსნა ცეცხლი.

სროლისას ტყვიები მოხვდა გამვლელებს, აგრეთვე ტრამვაისა და მაღაზიას.

დაზუსტებული მონაცემებით, დაიღუპა ოთხი ქალი და ორი მამაკაცი, რომელთა შორის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეცაა.

8 ნოემბერს კი პოლონეთის ქალაქ ოსტროვეც-სვენტოქშირსკში, კრაკოვიდან 200 კილომეტრში, პოლიციამ აღმოაჩინა სამი ადამიანის ცხედარი: 53 წლის მამაკაცისა და ორი ქალის (52 და 21 წლისა).

პოლიციამ დაადასტურა, რომ ისინი არიან მშობლები იმ დამნაშავისა, რომელმაც 7 ნოემბერს კრაკოვში სროლა ატეხა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკაცმა, რომელმაც სროლა ატეხა კრაკოვის ცენტრში, ჯერ საკუთარი მშობლები და და მოკლა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიპოლონეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა – დეტალები კრაკოვში მომხდარ თავდასხმაზე
  3. რუსთავი 2სამთავრობოკრაკოვში მომხდარი მკვლელობა ტერორისტულ აქტად განიხილება - პროკურატურა გამოძიებას იწყებს
  4. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო
  5. რუსთავი 2სამთავრობოთავდამსხმელი, რომელმაც კრაკოვში 6 ადამიანი მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა
  6. ფორმულაოპოზიციურიკრაკოვის მოედანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გარდაიცვალა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ამ მძიმე წუთებში საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები