პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა - დაშავებულია 15 ადამიანი

პოლონეთში, კრაკოვის მთავარ მოედანზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, ხოლო პრემიერ დონალდ ტუსკის თქმით, დამნაშავის სახლში კიდევ სამი მოკლული იპოვეს.

პოლონეთში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა - დაშავებულია 15 ადამიანი
რუსთავი 2

პოლონეთში სროლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, კრაკოვის მთავარ მოედანზე სროლის დროს დაიღუპა 4 ქალი და 2 კაცი. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და დააკავა. დაშავებულია 15 ადამიანი. მათ შორის ორი სამართალდამცველი. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელს სამხედრო დანიშნულების იარაღი ჰქონდა.

"ჩვენ კლასელები და კარგი მეგობრები ვიყავით. მას აგრესია არასდროს გამოუვლენია. გულწრფელად რომ ვთქვა, სიტყვები არ მაქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრი რამ შეიძლება შეცვლილიყო მის ცხოვრებაში. თუმცა, რაც გააკეთა, შოკის მომგვრელია," - აცხადებს თავდამსხმელის ყოფილი კლასელი, კაროლი.

პოლიციამ X-ზე დაწერა, რომ სავარაუდო თავდამსხმელი პოლონეთის მოქალაქეა და ის 24 წლის ახალგაზრდაა. კრაკოვის მთავარ მოედანზე მან მანქანიდან ცეცხლი გახსნა და ადამიანებს უმისამართოდ ესროდა.

"დაშავებულია 16 ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი და თავად დამნაშავე. ამ პირთაგან თერთმეტი პოლონელია, 5 კი - უცხო ქვეყნის მოქალაქე. დაღუპულია ექვსი - ოთხი ქალი და ორი მამაკაცი - მათ შორის სამი პოლონელი ქალი, ერთი ბრიტანეთის მოქალაქე და ორი პირი, რომელთა ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. დამნაშავეს - როგორც მას, ასევე მის ოჯახს ჰქონდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიცია პერიმეტრს აკონტროლებს," - აცხადებს პოლიციის მთავარსარდალი, მარეკ ბორონი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დადასტურებული ინფორმაციით, თავდამსხმელის საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი - ორი ქალი და ერთი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

"დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, რომ დამნაშავის საცხოვრებელ სახლში ორი ქალი და ერთი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ეს მართლაც მძიმე ტრაგედიაა. ვვარაუდობთ, რომ ისინი მისი ოჯახის უახლოესი წევრები იყვნენ," - აცხადებს დონალდ ტუსკი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოტუსკი კრაკოვში მომხდარ სროლაზე: შინაგან საქმეთა სამინისტრო განახლებულ ინფორმაციას გვაწვდის
  2. ოპერატიული ზსუ · Telegramნეიტრალურიკრაკოველ მსროლელის სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ისინი მისი ნათესავები არიან, — ტუსკი
  3. იმედინიუსისამთავრობოდონალდ ტუსკის განცხადებით, კრაკოვში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილის სახლში სამი ადამიანის, სავარაუდოდ, მისივე ოჯახის წევრების ცხედრები იპოვეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ კლასელები და კარგი მეგობრები ვიყავით. მას აგრესია არასდროს გამოუვლენია. გულწრფელად რომ ვთქვა, სიტყვები არ მაქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრი რამ შეიძლება შეცვლილიყო მის ცხოვრებაში. თუმცა, რაც გააკეთა, შოკის მომგვრელია,“
კაროლი
„დაშავებულია 16 ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი და თავად დამნაშავე. ამ პირთაგან თერთმეტი პოლონელია, 5 კი - უცხო ქვეყნის მოქალაქე. დაღუპულია ექვსი - ოთხი ქალი და ორი მამაკაცი - მათ შორის სამი პოლონელი ქალი, ერთი ბრიტანეთის მოქალაქე და ორი პირი, რომელთა ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. დამნაშავეს - როგორც მას, ასევე მის ოჯახს ჰქონდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიცია პერიმეტრს აკონტროლებს,“
მარეკ ბორონი
„დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, რომ დამნაშავის საცხოვრებელ სახლში ორი ქალი და ერთი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ეს მართლაც მძიმე ტრაგედიაა. ვვარაუდობთ, რომ ისინი მისი ოჯახის უახლოესი წევრები იყვნენ,“
დონალდ ტუსკი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტუსკის განცხადებით, კრაკოვში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილის სახლში სამი ადამიანის, სავარაუდოდ, მისივე ოჯახის წევრების ცხედრები იპოვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები