პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კრაკოვში მომხდარი მკვლელობა ტერორისტულ აქტად განიხილება - პროკურატურა გამოძიებას იწყებს

საქართველოს პროკურატურა

პოლონეთის პროკურატურა კრაკოვში მომხდარ თავდასხმას, რომელსაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ტერორისტულ აქტად განიხილავს. დონალდ ტუსკის განცხადებით, სროლამდე ცოტა ხნით ადრე ეჭვმიტანილის სახლში სამი ცხედარი იპოვეს.

კრაკოვში მომხდარი მკვლელობა ტერორისტულ აქტად განიხილება - პროკურატურა გამოძიებას იწყებს
რუსთავი 2

პოლონეთში, კრაკოვში მომხდარ თავდასხმაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პროკურორ ტომაშ ვაშჩუკის განცხადებით, უწყება კრაკოვში მომხდარ თავდასხმას, რომელსაც, სულ მცირე, ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ტერორისტულ აქტად განიხილავს.

მოტივზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არსებული მტკიცებულებები ზუსტად ამ მიმართულებაზე მიუთითებს.

შემთხვევა შაბათს, კრაკოვის ბაზრის მოედანზე მოხდა, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას ექვსი ადამიანი შეეწირა. პოლიციის ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დევნისას დაჭრეს. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, სროლამდე ცოტა ხნით ადრე, ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში სამი ცხედარი იპოვეს.

პოლონურმა პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალაქ სტროვეც-შვენტოკშისკიში მდებარე ბინაში ნაპოვნი სამი პირი თავდამსხმელის მშობლები და და არიან. ანტიტერორისტული სამსახურები ბინას მთელი ღამის განმავლობაში ამოწმებდნენ.

გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა ცხრამდე გაიზარდოს, თუკი გამოძიება დაადასტურებს, რომ თავდამსხმელი მშობლებისა და დის მკვლელობაზეც არის პასუხისმგებელი.

24 წლის თავდამსხმელი გადარჩა, თუმცა ამ დრომდე საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი მდგომარეობა მძიმეა. იგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშაა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ ოფიციალურად არ დაუკითხავთ.

გამოძიების ცნობით, ამ ეტაპზე სხვა პირთა მონაწილეობა არ იკვეთება, თუმცა შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება. შს მინისტრის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელი შესაძლოა ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

კრაკოვის მთავარი მოედანი ამ დრომდე გადაკეტილია, ხოლო პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკაცმა, რომელმაც სროლა ატეხა კრაკოვის ცენტრში, ჯერ საკუთარი მშობლები და და მოკლა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიპოლონეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა – დეტალები კრაკოვში მომხდარ თავდასხმაზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები