პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო

კრაკოვში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის თქმით კი, ეჭვმიტანილის სახლში კიდევ სამი ცხედარი იპოვეს. საქართველოს საელჩო პოლონეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო
რუსთავი 2

პოლონეთში საქართველოს საელჩო, ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი სამძიმარს უცხადებს.

"საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას.

ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა პოლონელ ხალხს ამ მძიმე წუთებში,"- აღნიშნულია პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შემთხვევა შაბათს, კრაკოვის ბაზრის მოედანზე მოხდა, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას ექვსი ადამიანი შეეწირა. პოლიციის ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დევნისას დაჭრეს. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, სროლამდე ცოტა ხნით ადრე, ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში სამი ცხედარი იპოვეს.

პოლონურმა პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალაქ სტროვეც-შვენტოკშისკიში მდებარე ბინაში ნაპოვნი სამი პირი თავდამსხმელის მშობლები და და არიან. ანტიტერორისტული სამსახურები ბინას მთელი ღამის განმავლობაში ამოწმებდნენ.

გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა ცხრამდე გაიზარდოს, თუკი გამოძიება დაადასტურებს, რომ თავდამსხმელი მშობლებისა და დის მკვლელობაზეც არის პასუხისმგებელი.

24 წლის თავდამსხმელი გადარჩა, თუმცა ამ დრომდე საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი მდგომარეობა მძიმეა. იგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშაა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ ოფიციალურად არ დაუკითხავთ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკაცმა, რომელმაც სროლა ატეხა კრაკოვის ცენტრში, ჯერ საკუთარი მშობლები და და მოკლა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიპოლონეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა – დეტალები კრაკოვში მომხდარ თავდასხმაზე
  3. რუსთავი 2სამთავრობოკრაკოვში მომხდარი მკვლელობა ტერორისტულ აქტად განიხილება - პროკურატურა გამოძიებას იწყებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა პოლონელ ხალხს ამ მძიმე წუთებში,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში ტრაგედიის გამო, გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები