[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ლუკა დონჩიჩის გარეშე დეტროიტ პისტონსი 121:116 დაამარცხა. სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრაში 18 წუთი ითამაშა და 7 ქულა დააგროვა.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა", რომელსაც ზურგის ტრავმის გამო ლუკა დონჩიჩი ვერ ეხმარებოდა, აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი "დეტროიტ პისტონსი" სტუმრად, 121:116 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
სლოვენიელი კალათბურთელის არყოფნაში ლიდერობა საკუთარ თავზე ოსტინ რივზმა აიღო. უკანახაზელმა 37 წუთში 43 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.
"ლეიკერსი" 9 მოგებითა და 2 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ლიდერია. ჯეი ჯეი რედიკის გაწვრთნილი მორიგ შეხვედრას ხვალ, 10 ნოემბერს, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…