პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იან პრაუდი ირაკლი კობახიძისა და „ევრონიუსის“ ჟურნალისტის დებატებზე: განცვიფრებული ვარ, თუ როგორ მშვიდად პასუხობდა პრემიერი კობახიძე ამ აგრესიას. ნათელია, რომ „ევრონიუსის“ ჟურნალისტი ცდილობდა ურჩი მოსწავლესავით მოპყრობოდა ქართველ პრემიერს

ბრიტანელი დიპლომატის, იან პრაუდის განცხადებით, „ევრონიუსის“ ჟურნალისტი მარია ტადეო ირაკლი კობახიძესთან ინტერვიუში აგრესიული იყო და ცდილობდა პრემიერს ურჩი მოსწავლესავით მოპყრობოდა.

იან პრაუდი ირაკლი კობახიძისა და „ევრონიუსის“ ჟურნალისტის დებატებზე: განცვიფრებული ვარ, თუ როგორ მშვიდად პასუხობდა პრემიერი კობახიძე ამ აგრესიას. ნათელია, რომ „ევრონიუსის“ ჟურნალისტი ცდილობდა ურჩი მოსწავლესავით მოპყრობოდა ქართველ პრემიერს
იმედინიუსი

ეს ინტერვიუ შოკისმომგვრელი იყო, გაოცებული ვარ, თუ როგორი უარყოფითი დამოკიდებულებით და მტრული განწყობით დახვდა საქართველოს პრემიერს „ევრონიუსის“ ჟურნალისტი, ასეთი რამ პირველად ვნახე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის „ევრონიუსის“ ჟურნალისტთან, მარია ტადეოსთან ინტერვიუზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტის აგრესიას სიმშვიდითა და ფაქტებით პასუხობდა.

„განცვიფრებული ვარ, თუ როგორ მშვიდად პასუხობდა პრემიერი კობახიძე ამ აგრესიას. ნათელია, რომ „ევრონიუსის“ ჟურნალისტი ცდილობდა, ურჩი მოსწავლესავით მომპყრობოდა ქართველ პრემიერს. ჟურნალისტი ასევე ცდილობდა, უარყოფითი და მცდარი შთაბეჭდილება შეექმნა მაყურებლისთვის საქართველოს შესახებ. „ევრონიუსს“ უნდა შერცხვეს ასეთი უნიჭო სპექტაკლის დადგმისთვის, ეს სამარცხვინო იყო.

ევრო ბიუროკრატია გზადაგზა იგონებს ნარატივს, მათ ფაქტობრივი მოცემულობა ნაკლებად ადარდებთ. სწორედ ევროკომისიამ გაყინა საქართველოს ინტეგრაცია, როდესაც „ევრონიუსის“ ჟურნალისტი საპირისპიროს ამტკიცებდა, ამ ტყუილს მოკლე ფეხები აღმოაჩნდა.

შოკისმომგვრელია, რომ ეს ჟურნალისტი უბრალოდ იყურებოდა. ამის მიუხედავად ქართველი ლიდერი ძალიან მოზომილი იყო საკუთარ პასუხებში და საუბრობდა მხოლოდ ფაქტებით, რომ საქართველო გაცილებით წინ არის, ვიდრე მოლდოვა, ან მონტენეგრო, უკრაინაზე საუბარიც აღარ მინდა“, - აღნიშნა იან პარუდმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განცვიფრებული ვარ, თუ როგორ მშვიდად პასუხობდა პრემიერი კობახიძე ამ აგრესიას. ნათელია, რომ „ევრონიუსის“ ჟურნალისტი ცდილობდა, ურჩი მოსწავლესავით მომპყრობოდა ქართველ პრემიერს. ჟურნალისტი ასევე ცდილობდა, უარყოფითი და მცდარი შთაბეჭდილება შეექმნა მაყურებლისთვის საქართველოს შესახებ. „ევრონიუსს“ უნდა შერცხვეს ასეთი უნიჭო სპექტაკლის დადგმისთვის, ეს სამარცხვინო იყო. ევრო ბიუროკრატია გზადაგზა იგონებს ნარატივს, მათ ფაქტობრივი მოცემულობა ნაკლებად ადარდებთ. სწორედ ევროკომისიამ გაყინა საქართველოს ინტეგრაცია, როდესაც „ევრონიუსის“ ჟურნალისტი საპირისპიროს ამტკიცებდა, ამ ტყუილს მოკლე ფეხები აღმოაჩნდა. შოკისმომგვრელია, რომ ეს ჟურნალისტი უბრალოდ იყურებოდა. ამის მიუხედავად ქართველი ლიდერი ძალიან მოზომილი იყო საკუთარ პასუხებში და საუბრობდა მხოლოდ ფაქტებით, რომ საქართველო გაცილებით წინ არის, ვიდრე მოლდოვა, ან მონტენეგრო, უკრაინაზე საუბარიც აღარ მინდა“
იან პარუდი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ერთ დროს მედიასტანდარტის და ეთიკის მთავარი მცველი „ევრონიუსი“ - დღეს რადიკალების და მათი გარე პატრონების დავალებების შემსრულებელი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები