პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters: პოლონეთში სროლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, ხოლო 15 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ 24 წლის ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და დააკავა.

Reuters: პოლონეთში სროლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა
იმედინიუსი

პოლონეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - ბოლო მონაცემებით, ოთხი ქალი და ორი კაცი დაიღუპა. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და დააკავა, - იუწყება Reuters-ი.

თავდასხმის შედეგად კიდევ 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი პოლიციელი, რომლებიც ეჭვმიტანილთან მომხდარი სროლის დროს დაიჭრნენ. ერთ-ერთი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელს სამხედრო სტილის ტანსაცმელი ეცვა და სამხედრო დანიშნულების იარაღი ჰქონდა.

კრაკოვის პოლიციამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ სავარაუდო თავდამსხმელი პოლონეთის 24 წლის მოქალაქეა. „ინციდენტის ერთადერთი ცნობილი ჩამდენი პოლიციის პატიმრობაში იმყოფება“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. სროლის მოტივზე სამართალდამცველებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

პოლიციის ცნობით, შეტყობინებების მიღება ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყეს. ინფორმაცია ეხებოდა თავდამსხმელს, რომელმაც პოლონეთის სიდიდით მეორე ქალაქის, პოპულარული ტურისტული ცენტრის მთავარ მოედანზე ავტომობილიდან ცეცხლი გახსნა და ადამიანებს უმისამართოდ ესროდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოBBC: პოლიციის ცნობით, კრაკოვში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპოლონური მედია - კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა, არის დაჭრილები
  4. ბათუმელებიოპოზიციურისროლა კრაკოვის ცენტრში – მოკლულია სულ მცირე 5 ადამიანი
  5. რუსთავი 2სამთავრობოპოლონეთში, კრაკოვის ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად, 5 პირი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა
  6. იმედინიუსისამთავრობოპოლონური მედია: კრაკოვში სროლა პოლონეთის 25 წლის მოქალაქემ მოაწყო
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია - დაჭრილია თავდამსხმელიც
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურიშეიარაღებულმა პირმა კრაკოვის მთავარ მოედანზე ოთხი ქალი და ორი კაცი მოკლა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ინციდენტის ერთადერთი ცნობილი ჩამდენი პოლიციის პატიმრობაში იმყოფება“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტუსკის განცხადებით, კრაკოვში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილის სახლში სამი ადამიანის, სავარაუდოდ, მისივე ოჯახის წევრების ცხედრები იპოვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები