ინტერის აკადემიაში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს სუპერთასის გათამაშება გაიმართა
ამპუტანტ ფეხბურთელთა საქართველოს სუპერთასის მატჩში „თბილისმა“ ზესტაფონის „მარგვეთი“ 3:2 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა.

ინტერის აკადემიაში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს სუპერთასის გათამაშება გაიმართა. ჩემპიონი „თბილისი“ და ვიცე-ჩემპიონი ზესტაფონის „მარგვეთი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
„თბილისმა“ აღნიშნული ტიტული, რომელიც 2016 წლიდან თამაშდება, ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონი „თბილისი“ 2027 წელს ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე იასპარეზებს, ხოლო ვიცე-ჩემპიონი ზესტაფონის „მარგვეთი“ ძალებს, ევროპის ლიგაზე მოსინჯავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…