"ლორიანმა" შანსები ვერ გამოიყენა - პსჟ-მ მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
პსჟ-მ ლიგა 1-ის მე-12 ტურში „ლორიანი“ 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა. პარიზელებმა მეტოქის გამოუყენებელი პენალტისა და ხარიხაში მოხვედრილი ბურთების ფონზე გაიმარჯვეს.

ლიგა 1-ის მე-12 ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ლორიანი“ 2:0 დაამარცხა.
როგორც მოსალოდნელი იყო მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და გაიმარჯვეს. თუმცა, სტუმრებმა მატჩის დასასრულს ბურთი ხარიხას და ძელს გაარტყეს და პენალტიც ვერ გამოიყენეს.
პსჟ 29 ქულით ლიდერია, უახლოესი მდევარ "პარიზს" 6 ქულით უსწრებს და 4 დეკემბერს გასვლაზე „ტულუზას“ შეხვდება.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ლორიანი 2:0
გოლები: 1:0 მეილიუ (32), 2:0 დემბელე (67)
გამოუყენებელი პენალტი: ბალდე (85, ლორიანი)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…