პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებალელო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა გადაიდო
TV პირველი

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გადაიდო. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, გადადების მიზეზი ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

არსებული ინფორმაციით, სხდომა ერთი დღის დაგვიანებით, სამშაბათს გაიმართება.

დაგეგმილ პროცესზე მოსამართლეებს კითხვებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის უნდა მიემართათ - მმართველ პარტიას უნდა დაესაბუთებინა საკუთარი მოთხოვნა ხუთი ოპოზიციური პარტიის გაუქმების თაობაზე.

ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოდან გვაცნობეს, რომ ორშაბათს სხდომა არ ჩატარდება ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. პროცესები განახლდება სამშაბათს, 10 ნოემბრიდან, 12 საათზე იქნება პირველი პროცესი. მომდევნო კვირაში სასამართლო განხილვის ამ ეტაპზე ჩვენ ვაპირებთ, რომ "ქართული ოცნების" ეს აბსურდული სარჩელი პუნქტობრივად, ნაწილ-ნაწილ დავშალოთ და ვამხილოთ "ქართული ოცნება" იმ ცრუ ბრალდებებში, ვამხილოთ "ქართული ოცნება" იმ დანაშაულებრივ მიზანში, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყანაში დიქტატურის გაფორმებას, პარტიების, პოლიტიკური ოპოზიციის სრულად გაქრობას და ამავდროულად, რუსეთის მავნებლური პოლიტიკის კონსტიტუციურ ვალდებულებად ქცევას, - ამბობს "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, გიორგი სიორიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალური5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა, რომელიც 9 ნოემბერს იყო დაგეგმილი, გადაიდო
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა გადაიდო
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა ხვალ განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები