პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ გვაცნობა, ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო, სხდომები სამშაბათიდან განახლდება - არჩილ გორდულაძე

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიქართული ოცნებანაციონალური მოძრაობალელო

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა ერთი დღით გადაიდო და სამშაბათს განახლდება, რაც ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობითაა გამოწვეული.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ გვაცნობა, ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო, სხდომები სამშაბათიდან განახლდება - არჩილ გორდულაძე
რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული პროცესი სამშაბათიდან გაგრძელდება. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომის დაწყება ერთი დღით გადაიდო.

5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში განახლდება.

ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მოსამართლეთა კითხვებით, საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს თუ რამდენად დასაბუთებულია "ქართული ოცნების" სარჩელი:

"როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ გვაცნობა, ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო. სხდომები სამშაბათიდან განახლდება. შესაბამისად განახლდება უკვე მოსამართლეთა კითხვებით ჯერ მოსარჩელეებთან, შემდეგ მოპასუხეებთან და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს რამდენად დასაბუთებულია ჩვენი სარჩელი და რამდენად ცდილობენ გაქცევას არაკონსტიტუციური პარტიები, ის პარტიები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით დღევანდელ დღემდე ცდილობენ, რომ ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიის პრინციპი,"- აცხადებს არჩილ გორდულაძე.

მმართველი პარტია - "ნაციონალური მოძრაობის", "დროას", "ახალის", "ლელოს" და გახარიას პარტიის აკრძალვას მოითხოვს. სარჩელში წარმოდგენილია დასაბუთებული არგუმენტაცია, კონკრეტული მტკიცებულებები და მაგალითები, რაც საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, პარტიების არაკონსტიტუციურობას მოწმობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა გადაიდო
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალური5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა, რომელიც 9 ნოემბერს იყო დაგეგმილი, გადაიდო
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა, რომელიც 9 ნოემბერს იყო დაგეგმილი, გადაიდო
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა გადაიდო
  5. ალიაოპოზიციურიოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა გადაიდო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ გვაცნობა, ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო. სხდომები სამშაბათიდან განახლდება. შესაბამისად განახლდება უკვე მოსამართლეთა კითხვებით ჯერ მოსარჩელეებთან, შემდეგ მოპასუხეებთან და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს რამდენად დასაბუთებულია ჩვენი სარჩელი და რამდენად ცდილობენ გაქცევას არაკონსტიტუციური პარტიები, ის პარტიები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით დღევანდელ დღემდე ცდილობენ, რომ ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიის პრინციპი,“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა, რომელიც 9 ნოემბერს იყო დაგეგმილი, გადაიდოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები