პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა 10 ნოემბერს გაგრძელდება
საკონსტიტუციო სასამართლოში „პარტიების აკრძალვის საქმის“ განხილვა, მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადების შემდეგ, 10 ნოემბერს განახლდება.

„პარტიების აკრძალვის საქმის“ განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 10 ნოემბერს, დღის 12 საათზე განახლდება.
კითხვა-პასუხის ეტაპიდან საქმის არსებითი განხილვა 9 ნოემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა 8 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სხდომა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სხდომები ასევე გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე.
„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. აქამდე სულ 8 სხდომა ჩატარდა.
განხილვა არ ყოფილა არც გასულ კვირას. ამ შემთხვევაში სხდომების გადადების მიზეზი საკონსტიტუციოს იუბილე იყო – 5 ნოემბერს სასამართლოს დაარსებიდან 30 წელი გავიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა გადაიდო
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა, რომელიც 9 ნოემბერს იყო დაგეგმილი, გადაიდო
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა, რომელიც 9 ნოემბერს იყო დაგეგმილი, გადაიდო
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა გადაიდო
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა გადაიდო
როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ გვაცნობა, ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო, სხდომები სამშაბათიდან განახლდება - არჩილ გორდულაძე
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
საკონსტიტუციო სასამართლო 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ხვალ გაგრძელდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…