5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა, რომელიც 9 ნოემბერს იყო დაგეგმილი, გადაიდო
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა, მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 9-დან 10 ნოემბრამდე გადაიდო.

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა, რომელიც 9 ნოემბერს უნდა განახლებულიყო, გადაიდო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი 10 ნოემბერს განახლდება.
არსებული ინფორმაციით,სარჩელის გადადების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, განხილვა 10 ნოემბერს 12:00 საათზე არის ჩანიშნული.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…