პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უფლისციხეში, თამარის დარბაზში, შესაძლოა, კლდის ჩამოშლის საფრთხე არსებობდეს - რა ხდება ადგილზე

გიდ ნანა ზარდიაშვილის ცნობით, უფლისციხის კომპლექსში, თამარის დარბაზში, კლდის ჩამოშლისა და ქვათაცვენის საფრთხე არსებობს, რაც ვიზიტორებს ემუქრება.

უფლისციხის ისტორიულ კომპლექსში, თამარის დარბაზში, შესაძლოა, კლდის ჩამოშლის საფრთხე არსებობდეს. მდგომარეობის ამსახველ ფოტოებსა და ინფორმაციას გიდი ნანა ზარდიაშვილი ავრცელებს. მისი ცნობით, არსებობს ქვათაცვენის საშიშროება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ისტორიული ძეგლის დამთვალიერებლებს.

თამარის დარბაზი უფლისციხის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა. კლდეში გამოკვეთილი ორსვეტიანი დარბაზი განსაკუთრებით ცნობილია კესონური ჭერით, რომლის დაზიანებაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეშფოთების საფუძველს ქმნის.

"პირველებმა" ვითარების გარკვევა ადგილზე სცადა, თუმცა ხელმძღვანელი პირები კულტურული მემკვიდრეობიოს ეროვნულ სააგენტოსთან გვამისამართებენ.

ზოგადად, კვლევა მიდის უკვე რამდენიმე წელია. ხელმძღვანელი რომ ვარ, ყველას თავისი ფუნქცია აქვს ამ სამსახურში. ზუსტად ვიცი, რომ პროვოკაციაზე ხართ მოსული. შემობრძანდით, გადაიღეთ, თუ რამე საფრთხის შემცველია ძეგლზე, მერე გაგცემთ მაგაზე პასუხს, - ამბობს ტერიტორიის ხელმძღვანელი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოში ბანკირის დღე აღინიშნება - ეროვნულმა ბანკმა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვაწაიკითხე

უახლესი ამბები