პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უფლისციხეში ვიზიტორთათვის საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის – სააგენტო

ტვ პირველი

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ირწმუნება, რომ უფლისციხეში ვიზიტორებისთვის საფრთხე არ არსებობს, თუმცა TV პირველის გადამღები ჯგუფი ტერიტორიაზე კამერით არ შეუშვეს.

უფლისციხეში ვიზიტორთათვის საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის – სააგენტო
ნეტგაზეთი

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ირწმუნებიან, რომ უფლისციხის დამთვალიერებლებს საფრთხე არ ემუქრებათ.

ეს განცხადება უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც სოციალურ ქსელსა და მედიაში ძეგლის მდგომარეობის შესახებ დისკუსია დაიწყო. კონკრეტულად, გიდმა ნანა ზარდიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა უფლისციხის თამარის დარბაზის ფოტოები. ფოტოებში ჩანს, რომ ჭერის ნაწილი რკინის კონსტრუქციითაა გამაგრებული და ის ხიმინჯებითაა დამაგრებული.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამტკიცებენ, რომ ფოტოები არ ასახავს ძეგლის რეალურ მდგომარეობას.

„განხორციელებული გამაგრებითი და გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სპეციალისტების მიერ ვიზიტორთათვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის.

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უფლისციხე რთული ბუნებრივი გარემოს პირობებში არსებული უნიკალური კლდეში ნაკვეთი ძეგლია, რომლის დაცვა მუდმივ კვლევას, დაკვირვებასა და შესაბამის ჩარევებს საჭიროებს.

სწორედ ამ მიზნით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს ძეგლის მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგი. 2019 წლიდან დაიწყო ადგილობრივი ქვიშაქვისა და მასზე კლიმატური პირობების ზემოქმედების კვლევაც. სპეციალისტთა ჩართულობით განხორციელდა სამხრეთ-დასავლეთით არსებული კლდოვანი მასივის სკანირება, დაზიანებული უბნების გამოვლენა, გამაგრება და ანკერირება. არსებული ბუნებრივი გამოწვევების პარალელურად, ძეგლის მუდმივი შეფასება და შესაბამისი პრევენციული და საკონსერვაციო ღონისძიებების გატარების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უფლისციხეში, ტერიტორიის ადგილზე სანახავად იმყოფებოდა TV პირველის გადამღები ჯგუფი, თუმცა ტელევიზიაში აცხადებენ, რომ ისინი კამერით ძეგლის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ჟურნალისტის კითხვას არ უპასუხეს არც ადგილზე მყოფმა თანამშრომლებმა. მათ ჟურნალისტი პრეს-სამსახურთან გადაამისამართეს, მოგვიანებით კი უწყების სოციალურ ქსელში ზემოთ აღნიშნული განცხადება გავრცელდა.

ფოტოები: ნანა ზარდიაშვილი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოუფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
  3. POSTVსამთავრობოკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: „უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“
  4. ალიაოპოზიციურისაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
უფლისციხეში, თამარის დარბაზში, შესაძლოა, კლდის ჩამოშლის საფრთხე არსებობდეს - რა ხდება ადგილზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები