პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპის განცხადებით, სურს, რომ UFC-ის გენერალურმა დირექტორმა დანა ვაითმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა დაიკავოს

დონალდ ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა და მოუწოდა, თანაშემწეებად მებრძოლები წამოიყვანოს, რათა ისინი „გიჟი მემარცხენეებისგან“ დაიცვან.

ტრამპის განცხადებით, სურს, რომ UFC-ის გენერალურმა დირექტორმა დანა ვაითმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა დაიკავოს
რუსთავი 2

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შერეული ორთაბრძოლების პრომოუტერ დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობის დაკავება შესთავაზა. მან ვაითს ასევე მოუწოდა, თანაშემწეებად რამდენიმე მებრძოლი წამოეყვანა - "იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგიერთი მათგანი აშშ-დან არ არის".

ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში UFC-ის აღმასრულებელ დირექტორს, დანა უაითს, "მრისხანე მებრძოლი და მეომარი" უწოდა.

ტრამპმა ასევე ითხოვა, ვაითს ექვსი მოქმედი ან ყოფილი UFC-ის ჩემპიონი შეუერთდეს. მათ შორის არიან რუსეთის დაღესტნის რეგიონიდან ორი სპორტსმენი - ისლამ მახაჩევი და ხაბიბ ნურმაგომედოვი, ამერიკელები - ჯასტინ გეიჯი, დენიელ კორმიე და კეილა ჰარისონი, ასევე ამანდა ნუნესი, წარმოშობით ბრაზილიელი სპორტსმენი, რომელმაც გასულ წელს აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო.

"ჩვენ ეს ადამიანები გვჭირდება, რათა გიჟი მემარცხენეებისგან დაგვიცვან“, - დაწერა ტრამპმა.

შაბათს, ლონდონში, კრივის ღონისძიების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დანა უაითმა განაცხადა, რომ ორშაბათს თეთრ სახლში ტრამპს შეხვდება.

თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ქეითი ზაქარიას უფლებამოსილების ვადა დასრულდა. მან თანამდებობა ერთ კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში დატოვა. ზაქარიამ ამ პოსტზე კეროლაინ ლივიტი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა აგვისტოს ბოლოს დატოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდონალდ ტრამპი UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობას სთავაზობს და სთხოვს, რომ ასისტენტებად მებრძოლები, მათ შორის რუსები, დანიშნოს
  2. BM.GEოპოზიციურიტრამპმა UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდონალდ ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დეინა უაიტს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
  4. იმედინიუსისამთავრობოდონალდ ტრამპი: დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შევთავაზე, ვთხოვე, ასისტენტებად მახაჩევი, ნურმაგომედოვი, გეიჯი, კორმიე, ჰარისონი და ნუნესი წამოიყვანოს, რათა შეშლილი მემარცხენეებისგან დაგვიცვან
  5. ფორმულაოპოზიციურიტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგიერთი მათგანი აშშ-დან არ არის“
დონალდ ტრამპი
„მრისხანე მებრძოლი და მეომარი“
„ჩვენ ეს ადამიანები გვჭირდება, რათა გიჟი მემარცხენეებისგან დაგვიცვან“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი: დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შევთავაზე, ვთხოვე, ასისტენტებად მახაჩევი, ნურმაგომედოვი, გეიჯი, კორმიე, ჰარისონი და ნუნესი წამოიყვანოს, რათა შეშლილი მემარცხენეებისგან დაგვიცვანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები