პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დეინა უაიტს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა

დონალდ ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დეინა უაიტს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა, რათა თანაშემწეებთან ერთად ის „გიჟი მემარცხენეებისგან“ დასაცავად გამოიყენოს.

დონალდ ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დეინა უაიტს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შერეული საბრძოლო ხელოვნების მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციის, Ultimate Fighting Championship-ის (UFC) ხელმძღვანელს, დეინა უაიტს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობის დაკავება შესთავაზა.

„მე ვთხოვე მას, რომ თანაშემწეებად - თუნდაც ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნიდან არ იყოს - ისეთი ადამიანები მიიწვიოს, როგორებიც არიან ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დენიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი და კაილა ჰარისონი. ეს ხალხი გვჭირდება იმისთვის, რომ „გიჟი მემარცხენეებისგან“ დაგვიცვან“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

ყველა, ვინც ტრამპმა ჩამოთვალა, მებრძოლია, რომლებიც UFC-ის ეგიდით გამოდიოდნენ ან ახლაც გამოდიან. მახაჩევი და ნურმაგომედოვი რუსეთიდან არიან, გეიჯი, კორმიე და ჰარისონი - ამერიკელები არიან, ხოლო ნუნიესი - ბრაზილიელი.

უაიტი რესპუბლიკელების ძველი მხარდამჭერია. იგი ტრამპს როგორც 2020, ისე 2024 წლის არჩევნებში უჭერდა მხარს. უაიტმა არაერთხელ გადაუხადა მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს UFC-ის მხარდაჭერისთვის. იგი ჰყვებოდა, რომ ტრამპი ორგანიზაციას დაეხმარა 2001 წელს, მისი არსებობის გარიჟრაჟზე, და საშუალება მისცა, პირველი ღონისძიება ჩაეტარებინათ იმ მოენტისთვის მის საკუთრებაში არსებულ სასტუმროში - Trump Taj Mahal ატლანტიკ-სიტიში. 2026 წლის 14 ივნისს, ტრამპის 80 წლის იუბილეზე, UFC-მ თეთრი სახლის გაზონზე მოაწყო ბრძოლები.

თეთრი სახლის ბოლო პრესმდივანი იყო კეტი ზაქარია - მან თანამდებობა 16 ოქტომბერს დატოვა ხუთდღიანი მუშაობის შემდეგ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდონალდ ტრამპი UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობას სთავაზობს და სთხოვს, რომ ასისტენტებად მებრძოლები, მათ შორის რუსები, დანიშნოს
  2. BM.GEოპოზიციურიტრამპმა UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა
  3. იმედინიუსისამთავრობოდონალდ ტრამპი: დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შევთავაზე, ვთხოვე, ასისტენტებად მახაჩევი, ნურმაგომედოვი, გეიჯი, კორმიე, ჰარისონი და ნუნესი წამოიყვანოს, რათა შეშლილი მემარცხენეებისგან დაგვიცვან
  4. რუსთავი 2სამთავრობოტრამპის განცხადებით, სურს, რომ UFC-ის გენერალურმა დირექტორმა დანა ვაითმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა დაიკავოს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე ვთხოვე მას, რომ თანაშემწეებად - თუნდაც ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნიდან არ იყოს - ისეთი ადამიანები მიიწვიოს, როგორებიც არიან ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დენიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი და კაილა ჰარისონი. ეს ხალხი გვჭირდება იმისთვის, რომ „გიჟი მემარცხენეებისგან“ დაგვიცვან“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის განცხადებით, სურს, რომ UFC-ის გენერალურმა დირექტორმა დანა ვაითმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა დაიკავოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები