დონალდ ტრამპი: დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შევთავაზე, ვთხოვე, ასისტენტებად მახაჩევი, ნურმაგომედოვი, გეიჯი, კორმიე, ჰარისონი და ნუნესი წამოიყვანოს, რათა შეშლილი მემარცხენეებისგან დაგვიცვან
დონალდ ტრამპმა UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა და ასისტენტებად ცნობილი მებრძოლების წამოყვანა სთხოვა, რათა ისინი „შეშლილი მემარცხენეებისგან“ დაიცვან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობას სთავაზობს. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ სოციალურ ქსელში წერს.
აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უაითს ასისტენტებად სხვა მებრძოლების აყვანაც სთხოვა.
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ დიდებულ დანა უაითს, სასტიკ მებრძოლსა და მეომარს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზე. ვთხოვე, ასისტენტებად წამოიყვანოს ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე, ამანდა ნუნესი და კეილა ჰარისონი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ არის. ჩვენ ეს ადამიანები გვჭირდება, რათა შეშლილი მემარცხენეებისგან დაგვიცვან. დანა შეუდარებელი პრესმდივანი იქნება. დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ თანამდებობას“, - წერს ტრამპი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიადონალდ ტრამპი UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობას სთავაზობს და სთხოვს, რომ ასისტენტებად მებრძოლები, მათ შორის რუსები, დანიშნოს
ტრამპმა UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა
დონალდ ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დეინა უაიტს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
ტრამპის განცხადებით, სურს, რომ UFC-ის გენერალურმა დირექტორმა დანა ვაითმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა დაიკავოს
ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა
ციტატები სტატიიდან
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ დიდებულ დანა უაითს, სასტიკ მებრძოლსა და მეომარს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზე. ვთხოვე, ასისტენტებად წამოიყვანოს ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე, ამანდა ნუნესი და კეილა ჰარისონი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ არის. ჩვენ ეს ადამიანები გვჭირდება, რათა შეშლილი მემარცხენეებისგან დაგვიცვან. დანა შეუდარებელი პრესმდივანი იქნება. დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ თანამდებობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…