,, ჰოდა, მეხუთემ რა უნდა იფიქროს? მეც მიტირებენ ყოფის დღესო?..” – ირაკლი ტაბლიაშვილი
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელების ცვლილებას და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის პირობებში სუს-ის ხელმძღვანელების ხშირი შეცვლა კითხვის ნიშნებს აჩენს.

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:
,,და ვინ იქნება სუსის შემდეგი ხელმძღვანელი? მე მაქვს ჩემი ვერსია…
მაგრამ, ახლა ამაზეც არ ვიტყვი არაფერს!
და მოდი ვთქვათ ასე:
მივიჩნიოთ, რომ ივანიშვილი საუკეთესო მმართველია!.. სწორი! შეუპოვარი!
ჰოდა, ეს საუკეთესო მმართველი სუსის ზედიზედ მეოთხე ხელმძღვანელს რომ ხსნის თანამდებობიდან, განა ეს სწორია…
მეხუთე ვინც იქნება, რა უნდა იფიქროს?
შეხედავს რა ციხეში მყოფ გრიგოლს!..
გრიგოლის შემდეგ მოსულ ანრის!
ანრის შემდეგ გაგდებულ მამუკას!
მამუკას შემდეგ მოსულ-წასულ გეკას…
ჰოდა, მეხუთემ რა უნდა იფიქროს?
მეც მიტირებენ ყოფის დღესო?..
და რაც მთავარია, უტირებენ!
ყარს იქ – ოცნებაში!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…