,,ამ შეკითხვებზე პასუხი შემზარავია” – ვახო სანაია
ჟურნალისტი ვახო სანაია ფონიჭალაში გადარჩენილი ბავშვის პალატაში კალაძისა და კობახიძის კამერებით მისვლას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დასმულ კითხვებზე პასუხი შემზარავია.

ჟურნალისტი ვახო სანაია:
,,სასწაულით გადარჩენილი 3 წლის ბავშვის საუკეთესო ინტერესი იყო ის, რაც პალატაში ხდებოდა ?
ბავშვს აუცილებლად სჭირდებოდა, რომ მას ამდენი კამერით დასდგომოდნენ თავზე ?
მაინცდამაინც კალაძისა და კობახიძის იქ ყოფნა სჭირდებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესს და მაინცდამაინც კამერებით ?
ვის სჭირდებოდა მონახულების ეს ფორმა : ბავშვს ? ჩვენ – საზოგადოებას ? ვის ?
ამ შეკითხვებზე პასუხი შემზარავია.
პარალელურად პროპაგანდისტული საშუალებები აშავებენ და თან ასპონსორებენ ქარდებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც შეძრული არიან ფონიჭალის ამბით და ამასთან შეკითხვებსაც სვამენ საქართველოში უსაფრთხოების საბაზისო ნორმების შესახებ.
მართლაც დაუჯერებლად შემზარავია ეს ყველაფერი.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…