პოლიტიკა · 21 ნოემბერი, 02:38
თინთინ გობაძე: ბავშვის ტრაგედია არ უნდა იქცეს პოლიტიკური პიარის ინსტრუმენტად
თინთინ გობაძე: სამი წლის ბავშვმა რვა საათი ნანგრევებში გაატარა, დაკარგა დედა და და, გადაიტანა უმძიმესი ტრავმული გამოცდილება.

ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინთინ გობაძე:
სამი წლის ბავშვმა რვა საათი ნანგრევებში გაატარა, დაკარგა დედა და და, გადაიტანა უმძიმესი ტრავმული გამოცდილება.
ამ დროს მას ყველაზე მეტად სჭირდება უსაფრთხოება, სიმშვიდე, ნაცნობი და სანდო ადამიანების გვერდით ყოფნა და არა პალატაში კამერებით შესული უცხო ადამიანების გარემოცვა.
ბავშვის ტრაგედია არ უნდა იქცეს პოლიტიკური პიარის ინსტრუმენტად, მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა და ღირსება ნებისმიერ საჯარო ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს!
მასალის შესახებპირველწყარო: Facebook
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…