ნანა კაკაბაძე: ქართველ ხალხს არ უნდა საბჭოთა კავშირის მსგავს ევროსაბჭოთა კავშირის გაერთიანებაში აღმოჩენა. მას მხოლოდ ისეთ თანასწორუფლებიან და ურთიერთპატივისცემით განმსჭვალულ კავშირში სურს შესვლა, სადაც მისი ინტერესების დაცვის პრიმატი იქნება მთავარი ღირებულება
მოძრაობა „ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ დასავლეთი გადატრიალებით ხელისუფლების დამხობას და საკუთარი მორჩილების მოყვანას ცდილობს, ხოლო ქართველ ხალხს „ევროსაბჭოთა კავშირში“ ყოფნა არ სურს.

ქართველ ხალხს არ უნდა საბჭოთა კავშირის მსგავს ევროსაბჭოთა კავშირის გაერთიანებაში აღმოჩენა. მას მხოლოდ ისეთ თანასწორუფლებიან და ურთიერთპატივისცემით განმსჭვალულ კავშირში სურს შესვლა, სადაც მისი ინტერესების დაცვის პრიმატი იქნება მთავარი ღირებულება, - წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, დღეს უკვე ყველაფერი ღიად კეთდება იმისათვის, რომ გადატრიალებებით თუ ძალადობრივი დამხობის გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანონ საკუთარი მონები, რომლებიც მათგანვე ფინანსდებოდნენ და მათ დაკვეთებს ასრულებდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.
„რატომ არ გვინდა ევროსაბჭოთა კავშირი -
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის განწყობა დასავლეთის მიმართ შეიძლება დავახასიათოთ, როგორც გულუბრყვილობა, მიამიტობა, ზედმეტი ნდობა, რეალობის არასათანადოდ შეფასება.
ეს არც იყო გასაკვირი, რადგან საბჭოეთის ერთპარტიულ, არადემოკრატიულ და დიქტატორულ რეჟიმში გაზრდილ, თავისუფლების წყურვილით აღვსილ ყველა ქართველს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ „ბოროტების იმპერიის“ დანგრევის შემდეგ მთელი დემოკრატიული სამყარო აღვირს ამოსდებდა რუსეთის იმპერიულ მადას და რეალობად იქცეოდა მანამდე საბჭოთა კონსტიტუციაში ჩვენთვის მხოლოდ თვალთმაქცურად ჩაწერილი „თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური“.
მართლაც, დამოუკიდებლობის პირველ წლებში დასავლეთის დიდი სახელმწიფოები გვაქებდნენ, გვიყვავებდნენ, გვეფერებოდნენ და რეალურადაც გვეხმარებოდნენ, მაგრამ გამოხდა ხანი და ნელ-ნელა მათი რჩევები და რეკომენდაციები ულტიმატუმებად და ბრძანებებად გადაიქცა, ისე დაგვიწყეს საუბარი, როგორც მევალემ მოვალეს.
სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისას და მისი ხელისუფლების პოზიციების გაძლიერებისას ეს ისე თვალსაჩინოდ არ იგრძნობოდა, რადგან ნაცები ფაქტობრივად იმ უცხოელების დანამატებს და განშტოებებს წარმოადგენდნენ, რომლებიც არა საქართველოს ინტერესებიდან, არამედ საკუთარი ქვეყნების პრიზმიდან და პერსპექტივიდან უყურებდნენ და ჩვენი სამშობლოს მიმართ გეგმებსაც შესაბამისად ადგენდნენ.
ამიტომ სააკაშვილის ხელისუფლების ურთიერთობა თავიანთ დასავლელ ლობისტებთან ძალიან წააგავდა 70-იანი წლების შევარდნაძის ურთიერთობას მოსკოვის ცკ-სთან, როდესაც სიუზერენისთვის სასარგებლო და საქართველოს რესპუბლიკისთვის საზიანო გეგმები და წინადადებები უფრო ხშირად ცენტრიდან კი არ მოდიოდა, არამედ საქართველოს ხელისუფლებიდან იგზავნებოდა ცენტრში უკიდეგანო ერთგულების საჩვენებლად.
2012 წელს უკვე ყველასათვის აშკარა იყო, რომ არჩევნების წაგების შემდეგ სააკაშვილის მხრიდან ამ შედეგების გადაწერის და ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობა თითქმის სამოქალაქო ომის ზღვრამდე მივიდოდა, რის გამოც მისმა დასავლელმა კურატორებმა ურჩიეს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მიეღო არჩევნების შედეგები და დამარცხება ეღიარებინა.
სააკაშვილის პატრონები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ იქნებოდა ასევე მათი მორჩილი ყველა საკითხში, მითუმეტეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში საკანონმდებლო, საკადრო, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საკითხებში „ოცნებაც“ თითქმის უსიტყვოდ ასრულებდა დასავლელი კურატორების მითითებებს.
დაუმორჩილებლობის ეპოქა დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, რაც შემდგომში თანდათან უფრო თვალსაჩინო გახდა. თუმცა პირველ ხანებში, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, კოლექტიური დასავლეთი მაინც არ სჯიდა საქართველოს ხელისუფლებას და პირიქით, ზოგიერთ საკითხში ახალისებდა კიდეც, როგორც ცელქ, ჯიუტ, მაგრამ ნიჭიერ მოსწავლეებს ექცევიან ხოლმე პედაგოგები.
ეს შეფასება სულაც არ არის აბსტრაქტული ან ვინმეს მიმართ შეურაცხმყოფელი, ვინაიდან ევროკავშირი ღიად განიხილავს ჩვენნაირ ქვეყნებს მოსწავლის რანგში. სულ ახლახან განაცხადა მარტა კოსმა, რომ მოლდოვა დღეისათვის წარჩინებული მოსწავლეა, საქართველო კი დასჯილი ოროსანი და მას შემდეგ კლასში არ გადაიყვანენო.
„პედაგოგი“ „მოსწავლეზე“ დღეს დაახლოებით ასე მსჯელობს: „თუ ჩემს ბრძანებებსა და დავალებებს უსიტყვოდ არ შეასრულებ, სულ არ მაინტერესებს შენი ნიჭიერება (ანუ ეკონომიკური წარმატებები ან კარგი მაჩვენებლები სხვადასხვა ინდექსებში და რეიტინგებში)“.
გავიხსენოთ ჯოზეფ ბორელი, რომელმაც ევროკავშირი ედემის ბაღს, ხოლო იმის იქითა სივრცე - ჯუნგლებს შეადარა. ჩვენ კიდევ სუვერენიტეტზე, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნიდეს-ზე“ და მათთვის გაუგებარ რაღაცებზე ვლაპარაკობთ.
რამდენიმე დღის წინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ღიად დაუქნია თითი ქართველ ჟურნალისტებს - თავი დაანებეთ ევროკავშირის კრიტიკას და მასზე მადისკრედიტებელი ინფორმაციის გავრცელებასო.
2020-ის არჩევნების შემდეგ კიდევ ასე თუ ისე იმედი ჰქონდათ ევროპელ „პედაგოგებს“, რომ ნიჭიერი მოსწავლე თუ გონს არ მოეგებოდა, 2024-ში მათ მიერ ლობირებული სხვა „მოსწავლეებით“ ჩაანაცვლებდნენ, მაგრამ როდესაც დაინახეს, რომ თურმე ამასობაში ქართველი ხალხი პოლიტიკურად გაზრდილა და მომწიფებულა, გულუბრყვილობა, მიამიტობა, ზედმეტი ნდობა, რეალობის არასათანადოდ შეფასება უკან მოუტოვებია და წინა პლანზე არა სხვა ქვეყნის, არამედ საკუთარი სამშობლოს ინტერესები დაუყენებია, ამის შემდეგ მათ ღია ომი გამოუცხადეს მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას. მთავარ მიზნად კი საერთაშორისო დონეზე მისი დისკრედიტაცია და დემონიზაცია დასახეს.
დღეს უკვე ყველაფერი ღიად კეთდება იმისათვის, რომ გადატრიალებებით თუ ძალადობრივი დამხობის გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანონ (ან დააბრუნონ) საკუთარი მონები, რომლებიც მათგანვე ფინანსდებოდნენ და მათ დაკვეთებს ასრულებდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. რაც მთავარია, ეს ზემოქმედება ხდება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საფარქვეშ. უკვე წლებია ქართველი ხალხი უთანასწორო ბრძოლაშია ჩაბმული სხვადასხვა უსამართლო სანქციის, რეზოლუციების და ძალადობის წინააღმდეგ და მაინც ახერხებს სუვერენიტეტის შენარჩუნებას, რადგან ხედავს, რომ წართმეული სუვერენიტეტი ნიშნავს ევრობიუროკრატი „პედაგოგების“ ინტერესების სანაცვლოდ, ქვეყნის მსხვერპლად ქცევას, ჩვენს საზარბაზნე ხორცად გამოყენებას და გაჩანაგებას.
ქართველ ხალხს არ უნდა საბჭოთა კავშირის მსგავს ევროსაბჭოთა კავშირის გაერთიანებაში აღმოჩენა. მას მხოლოდ ისეთ თანასწორუფლებიან და ურთიერთპატივისცემით განმსჭვალულ კავშირში სურს შესვლა, სადაც მისი ინტერესების დაცვის პრიმატი იქნება მთავარი ღირებულება.
სწორედ ამას გულისხმობდა ის პარლამენტი, რომელიც ხმას აძლევდა საქართველოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლის შეტანას“, - წერს ნანა კაკაბაძე.
ციტატები სტატიიდან
„თუ ჩემს ბრძანებებსა და დავალებებს უსიტყვოდ არ შეასრულებ, სულ არ მაინტერესებს შენი ნიჭიერება (ანუ ეკონომიკური წარმატებები ან კარგი მაჩვენებლები სხვადასხვა ინდექსებში და რეიტინგებში)“
„რატომ არ გვინდა ევროსაბჭოთა კავშირი - დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის განწყობა დასავლეთის მიმართ შეიძლება დავახასიათოთ, როგორც გულუბრყვილობა, მიამიტობა, ზედმეტი ნდობა, რეალობის არასათანადოდ შეფასება. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან საბჭოეთის ერთპარტიულ, არადემოკრატიულ და დიქტატორულ რეჟიმში გაზრდილ, თავისუფლების წყურვილით აღვსილ ყველა ქართველს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ „ბოროტების იმპერიის“ დანგრევის შემდეგ მთელი დემოკრატიული სამყარო აღვირს ამოსდებდა რუსეთის იმპერიულ მადას და რეალობად იქცეოდა მანამდე საბჭოთა კონსტიტუციაში ჩვენთვის მხოლოდ თვალთმაქცურად ჩაწერილი „თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური“. მართლაც, დამოუკიდებლობის პირველ წლებში დასავლეთის დიდი სახელმწიფოები გვაქებდნენ, გვიყვავებდნენ, გვეფერებოდნენ და რეალურადაც გვეხმარებოდნენ, მაგრამ გამოხდა ხანი და ნელ-ნელა მათი რჩევები და რეკომენდაციები ულტიმატუმებად და ბრძანებებად გადაიქცა, ისე დაგვიწყეს საუბარი, როგორც მევალემ მოვალეს. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისას და მისი ხელისუფლების პოზიციების გაძლიერებისას ეს ისე თვალსაჩინოდ არ იგრძნობოდა, რადგან ნაცები ფაქტობრივად იმ უცხოელების დანამატებს და განშტოებებს წარმოადგენდნენ, რომლებიც არა საქართველოს ინტერესებიდან, არამედ საკუთარი ქვეყნების პრიზმიდან და პერსპექტივიდან უყურებდნენ და ჩვენი სამშობლოს მიმართ გეგმებსაც შესაბამისად ადგენდნენ. ამიტომ სააკაშვილის ხელისუფლების ურთიერთობა თავიანთ დასავლელ ლობისტებთან ძალიან წააგავდა 70-იანი წლების შევარდნაძის ურთიერთობას მოსკოვის ცკ-სთან, როდესაც სიუზერენისთვის სასარგებლო და საქართველოს რესპუბლიკისთვის საზიანო გეგმები და წინადადებები უფრო ხშირად ცენტრიდან კი არ მოდიოდა, არამედ საქართველოს ხელისუფლებიდან იგზავნებოდა ცენტრში უკიდეგანო ერთგულების საჩვენებლად. 2012 წელს უკვე ყველასათვის აშკარა იყო, რომ არჩევნების წაგების შემდეგ სააკაშვილის მხრიდან ამ შედეგების გადაწერის და ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობა თითქმის სამოქალაქო ომის ზღვრამდე მივიდოდა, რის გამოც მისმა დასავლელმა კურატორებმა ურჩიეს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მიეღო არჩევნების შედეგები და დამარცხება ეღიარებინა. სააკაშვილის პატრონები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ იქნებოდა ასევე მათი მორჩილი ყველა საკითხში, მითუმეტეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში საკანონმდებლო, საკადრო, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საკითხებში „ოცნებაც“ თითქმის უსიტყვოდ ასრულებდა დასავლელი კურატორების მითითებებს. დაუმორჩილებლობის ეპოქა დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, რაც შემდგომში თანდათან უფრო თვალსაჩინო გახდა. თუმცა პირველ ხანებში, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, კოლექტიური დასავლეთი მაინც არ სჯიდა საქართველოს ხელისუფლებას და პირიქით, ზოგიერთ საკითხში ახალისებდა კიდეც, როგორც ცელქ, ჯიუტ, მაგრამ ნიჭიერ მოსწავლეებს ექცევიან ხოლმე პედაგოგები. ეს შეფასება სულაც არ არის აბსტრაქტული ან ვინმეს მიმართ შეურაცხმყოფელი, ვინაიდან ევროკავშირი ღიად განიხილავს ჩვენნაირ ქვეყნებს მოსწავლის რანგში. სულ ახლახან განაცხადა მარტა კოსმა, რომ მოლდოვა დღეისათვის წარჩინებული მოსწავლეა, საქართველო კი დასჯილი ოროსანი და მას შემდეგ კლასში არ გადაიყვანენო. „პედაგოგი“ „მოსწავლეზე“ დღეს დაახლოებით ასე მსჯელობს: „თუ ჩემს ბრძანებებსა და დავალებებს უსიტყვოდ არ შეასრულებ, სულ არ მაინტერესებს შენი ნიჭიერება (ანუ ეკონომიკური წარმატებები ან კარგი მაჩვენებლები სხვადასხვა ინდექსებში და რეიტინგებში)“. გავიხსენოთ ჯოზეფ ბორელი, რომელმაც ევროკავშირი ედემის ბაღს, ხოლო იმის იქითა სივრცე - ჯუნგლებს შეადარა. ჩვენ კიდევ სუვერენიტეტზე, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნიდეს-ზე“ და მათთვის გაუგებარ რაღაცებზე ვლაპარაკობთ. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ღიად დაუქნია თითი ქართველ ჟურნალისტებს - თავი დაანებეთ ევროკავშირის კრიტიკას და მასზე მადისკრედიტებელი ინფორმაციის გავრცელებასო. 2020-ის არჩევნების შემდეგ კიდევ ასე თუ ისე იმედი ჰქონდათ ევროპელ „პედაგოგებს“, რომ ნიჭიერი მოსწავლე თუ გონს არ მოეგებოდა, 2024-ში მათ მიერ ლობირებული სხვა „მოსწავლეებით“ ჩაანაცვლებდნენ, მაგრამ როდესაც დაინახეს, რომ თურმე ამასობაში ქართველი ხალხი პოლიტიკურად გაზრდილა და მომწიფებულა, გულუბრყვილობა, მიამიტობა, ზედმეტი ნდობა, რეალობის არასათანადოდ შეფასება უკან მოუტოვებია და წინა პლანზე არა სხვა ქვეყნის, არამედ საკუთარი სამშობლოს ინტერესები დაუყენებია, ამის შემდეგ მათ ღია ომი გამოუცხადეს მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას. მთავარ მიზნად კი საერთაშორისო დონეზე მისი დისკრედიტაცია და დემონიზაცია დასახეს. დღეს უკვე ყველაფერი ღიად კეთდება იმისათვის, რომ გადატრიალებებით თუ ძალადობრივი დამხობის გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანონ (ან დააბრუნონ) საკუთარი მონები, რომლებიც მათგანვე ფინანსდებოდნენ და მათ დაკვეთებს ასრულებდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. რაც მთავარია, ეს ზემოქმედება ხდება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საფარქვეშ. უკვე წლებია ქართველი ხალხი უთანასწორო ბრძოლაშია ჩაბმული სხვადასხვა უსამართლო სანქციის, რეზოლუციების და ძალადობის წინააღმდეგ და მაინც ახერხებს სუვერენიტეტის შენარჩუნებას, რადგან ხედავს, რომ წართმეული სუვერენიტეტი ნიშნავს ევრობიუროკრატი „პედაგოგების“ ინტერესების სანაცვლოდ, ქვეყნის მსხვერპლად ქცევას, ჩვენს საზარბაზნე ხორცად გამოყენებას და გაჩანაგებას. ქართველ ხალხს არ უნდა საბჭოთა კავშირის მსგავს ევროსაბჭოთა კავშირის გაერთიანებაში აღმოჩენა. მას მხოლოდ ისეთ თანასწორუფლებიან და ურთიერთპატივისცემით განმსჭვალულ კავშირში სურს შესვლა, სადაც მისი ინტერესების დაცვის პრიმატი იქნება მთავარი ღირებულება. სწორედ ამას გულისხმობდა ის პარლამენტი, რომელიც ხმას აძლევდა საქართველოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლის შეტანას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…