სროლა კრაკოვის ცენტრში – მოკლულია სულ მცირე 5 ადამიანი
პოლონეთში, კრაკოვის მთავარ მოედანზე შეიარაღებულმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა. პოლიციამ საპასუხო სროლისას თავდამსხმელი დაჭრა და დააკავა.

პოლონეთში, კრაკოვში, ქალაქის მთავარ მოედანზე, ტურისტულად პოპულარულ ადგილას, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. უცნობმა პირმა მოძრავი მანქანიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა. პოლონური მედიის ცნობით, დაჭრილია 10 ადამიანი.
პოლონური მედია თითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი ქალაქის ისტორიულ ცენტრში შავი ავტომობილით მივიდა, მანქანიდან გადმოვიდა და იარაღიდან უმისამართო სროლა დაიწყო.
თავდასხმის სამიზნე შემთხვევითი გამვლელები აღმოჩნდნენ. ტყვიები მოხვდა მოედანზე მდებარე მაღაზიების ვიტრინებსაც.
პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი დაჭრილია, დაკავებულია და ამჟამად ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
პოლონეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს “სამხედრო სტილის” ტანსაცმელი ეცვა და ცეცხლი “სამხედრო ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან” გახსნა.
პოლიციელებმა თავდამსხმელის ავტომობილიდან სხვა იარაღებიც ამოიღეს.
“შინაგან საქმეთა მინისტრი მაწვდის ინფორმაციას კრაკოვში, სროლის შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ. პოლიცია იკვლევს თავდასხმის წინაპირობებს და ყველა გარემოებას,” – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
შეიარაღებული თავდასხმიდან 1 საათის შემდეგ, მალოპოლსკას რეგიონის პოლიციამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ თავდამსხველი პოლონელია.
ამ განცხადებით პოლიციამ გააქარწყლა სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს თავდამსხმელი უცხოელი იყო.
პოლიციამ ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი დამნაშავე თავისუფალია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაBBC: პოლიციის ცნობით, კრაკოვში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
პოლონური მედია - კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა, არის დაჭრილები
პოლონეთში, კრაკოვის ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად, 5 პირი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა
ციტატები სტატიიდან
„შინაგან საქმეთა მინისტრი მაწვდის ინფორმაციას კრაკოვში, სროლის შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ. პოლიცია იკვლევს თავდასხმის წინაპირობებს და ყველა გარემოებას,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…