პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია - დაჭრილია თავდამსხმელიც

კრაკოვის საბაზრო მოედანზე მომხდარი სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მალოპოლსკის ვოევოდა იან კლეჩარის ცნობით, თავდამსხმელი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია - დაჭრილია თავდამსხმელიც
ინტერპრესნიუსი

კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ მალოპოლსკის საევოვოდოს ვოევოდა (გუბერნატორი) იან კლეჩარი ავრცელებს.

კლეჩარის თქმით, ექიმები 12 ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, მათ შორის ერთი პოლიციელია.

“საავადმყოფოებში გრძელდება სიცოცხლისთვის ბრძოლა. უნდა აღინიშოს, რომ დაშავებულთა შორის 12 ადამიანს მდგომარეობის შეფასების მხრივ წითელი სტატუსი აქვს, ანუ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, და, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ დაღუპულია არა ხუთი, არამედ ექვსი, ეს უკვე ოფიციალური ინფორმაციაა,” - განაცხადა კლეჩარმა.

არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 15:00 საათზე, მძღოლი მანქანით კრაკოვის საბაზრო მოედანზე შევარდა და ხალხს ცეცხლი გაუხსნა. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელს ჩაფხუტი და ნიღაბი ეკეთა.

მსროლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, თავდამსხმელი 25 წლის პოლონელია ქალაქ ოსტროვეციდან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოBBC: პოლიციის ცნობით, კრაკოვში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპოლონური მედია - კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა, არის დაჭრილები
  4. ბათუმელებიოპოზიციურისროლა კრაკოვის ცენტრში – მოკლულია სულ მცირე 5 ადამიანი
  5. რუსთავი 2სამთავრობოპოლონეთში, კრაკოვის ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად, 5 პირი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა
  6. იმედინიუსისამთავრობოპოლონური მედია: კრაკოვში სროლა პოლონეთის 25 წლის მოქალაქემ მოაწყო
  7. იმედინიუსისამთავრობოReuters: პოლონეთში სროლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურიშეიარაღებულმა პირმა კრაკოვის მთავარ მოედანზე ოთხი ქალი და ორი კაცი მოკლა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საავადმყოფოებში გრძელდება სიცოცხლისთვის ბრძოლა. უნდა აღინიშოს, რომ დაშავებულთა შორის 12 ადამიანს მდგომარეობის შეფასების მხრივ წითელი სტატუსი აქვს, ანუ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, და, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ დაღუპულია არა ხუთი, არამედ ექვსი, ეს უკვე ოფიციალური ინფორმაციაა,“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთის პრეზიდენტმა კრაკოვში, სადაც სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი გაგზავნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები