პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა, არის დაჭრილები

კრაკოვის ცენტრში, ბაზრის მოედანზე უცნობი პირის მიერ გახსნილ სროლას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დაჭრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა, არის დაჭრილები
რადიო თავისუფლება

შაბათს, 7 ნოემბერს, უცნობმა პირმა სროლა ატეხა კრაკოვის ცენტრში, ბაზრის მოედანზე. პოლონეთის მედია იუწყება სულ მცირე ხუთი დაღუპულის შესახებ, თუმცა მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. გარდა ამისა, დაჭრილია 10-ზე მეტი ადამიანი.

თვითმხილველების განცხადებით, ცეცხლი გახსნა შავი ავტომობილით მოძრავმა მამაკაცმა. იგი შევიდა მოედანზე, გაჩერდა, გადმოვიდა მანქანიდან და ავტომატური იარაღით სროლა დაიწყო. პოლიცია იუწყება, რომ თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დაჭრეს და ბადრაგის თანხლებით წაიყვანეს საავადმყოფოში. გამორიცხული არ არის, რომ იგი მარტო არ მოქმედებდა. ცეცხლში მოყვნენ გამვლელები, ასევე ტრამვაი და მაღაზია.

მოედანი და მიმდებარე ქუჩები ალყაშია მოქცეული, ხოლო პოლიცია მოქალაქეებსა და ტურისტებს ურჩევს, თავი შეიკავონ ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან.

ჟურნალისტმა გამოცემა Interia-დან, დავიდ სერაფინმა, პოლიციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თავდამსხმელი გადაადგილდებოდა Subaru-ს მარკის ავტომობილით, რომელსაც ქალაქ ოსტროვეც-სვენტოკშირსკში რეგისტრირებული ნომრები ჰქონდა.

მან ასევე „არაოფიციალურად“ აღნიშნა, რომ „თავდამსხმელი, სავარაუდოდ, სამხედრო მოსამსახურე იყო და მის ავტომობილში უამრავი იარაღი ინახებოდა“.

მოედანი და მიმდებარე ქუჩები ალყაშია მოქცეული, პოლიცია მოქალაქეებსა და ტურისტებს ურჩევს, თავი შეიკავონ ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციელები და მაშველები - დაშავებულები სასწრაფო დახმარების ავტომობილებითა და ვერტმფრენებით გადაჰყავთ საავადმყოფოებში.

მიმდინარეობს ახალი ამბის განახლება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოBBC: პოლიციის ცნობით, კრაკოვში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპოლონური მედია - კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
  3. ბათუმელებიოპოზიციურისროლა კრაკოვის ცენტრში – მოკლულია სულ მცირე 5 ადამიანი
  4. რუსთავი 2სამთავრობოპოლონეთში, კრაკოვის ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად, 5 პირი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თავდამსხმელი, სავარაუდოდ, სამხედრო მოსამსახურე იყო და მის ავტომობილში უამრავი იარაღი ინახებოდა“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტუსკი კრაკოვში მომხდარ სროლაზე: შინაგან საქმეთა სამინისტრო განახლებულ ინფორმაციას გვაწვდისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები